07:44 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
66 0 0

სტიმულირების ღონისძიებების გეგმის მიხედვით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებზე, საექსკურსიო, კულტურული საქმიანობით დაკავებულ კომპანიებზე.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სახელმწიფო ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნეს-სუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს 1 ნოემბრამდე გადაუვადებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა და განმარტა, რომ საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებზე, ასევე საექსკურსიო საქმიანობით და კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებულ კომპანიებზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს შეეხება 18 ათასამდე კომპანიასა და 50 ათასამდე დასაქმებულ პირს.

„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს – 1 ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება გადასახადის 18 ათას გადამხდელს და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის ერთი 12 წლის მოზარდია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგანაც ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები