https://sputnik-georgia.com/20200313/turizmis-seqtorTan-dakavSirebulebs-saSemosavlo-gadasaxadi-gadauvaddaT-247965841.html
ტურიზმთან დაკავშირებულ სუბიექტებს 4 თვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდათ
ტურიზმთან დაკავშირებულ სუბიექტებს 4 თვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდათ
Sputnik საქართველო
სტიმულირების ღონისძიებების გეგმის მიხედვით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებზე, საექსკურსიო... 13.03.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-03-13T15:47+0400
2020-03-13T15:47+0400
2023-08-17T18:17+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/59/247915906_0:212:3000:1908_1920x0_80_0_0_d6824650e89a370aad71d39c40a1beef.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/59/247915906_0:112:3000:1998_1920x0_80_0_0_4a15f829b2ca458394dc1d4823951230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ტურიზმთან დაკავშირებულ სუბიექტებს 4 თვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდათ
15:47 13.03.2020 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) სტიმულირების ღონისძიებების გეგმის მიხედვით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებზე, საექსკურსიო, კულტურული საქმიანობით დაკავებულ კომპანიებზე.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სახელმწიფო ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნეს-სუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს 1 ნოემბრამდე გადაუვადებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა და განმარტა, რომ საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებზე, ასევე საექსკურსიო საქმიანობით და კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებულ კომპანიებზე.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს შეეხება 18 ათასამდე კომპანიასა და 50 ათასამდე დასაქმებულ პირს.
„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს – 1 ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება გადასახადის 18 ათას გადამხდელს და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის ერთი 12 წლის მოზარდია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგანაც ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.