კარანტინში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების რიცხვის მკვეთრ მატებას სპეციალისტები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უკავშირებენ

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, კარანტინში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ამჟამად კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

15 მარტის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. საქართველოში კორონავირუსით დაავადებულია 33 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება.

ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ სულ სხვა სურათი იყო - კარანტინში იმყოფებოდა 637 ადამიანი და სტაციონარში - 54.

სპეციალისტების აზრით, იმ კარანტინში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობის მატება უკავშირდება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას.

„ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება ახლა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან. მოგეხსენებათ, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, ფრენებიც უკვე შეიზღუდა. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ასწრებენ ქვეყანაში დაბრუნებას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

დღესვე დაფიქსირდა ინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა. 55 წლის მამაკაცი დღეს ცენტრალური ინფექციური კლინიკიდან გამოწერეს. საავადმყოფოში ის 26 თებერვალს, ირანიდან დაბრუნების შემდეგ მოხვდა.

ორი კვირის განმავლობაში ის თვითიზოლაციაში დარჩება. ასეთია საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაცია.

ყველა ახალი ამბავი
0