კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 16–22 მარტის პერიოდში

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის ასტროპროგნოზი დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ამ კვირაში და აქედან გამომიდნარე, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და შეძლებთ, თავიდან აირიდოთ უსიამოვნო მომენტები ან მათი გავლენა თქვენზე.

ვერძი

თქვენთვის ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე პოზიტიურ განლაგებაში იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, სასურველი მიზნების მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. არ არის საჭირო უკან დახევა, თუ გზაზე რამე დაბრკოლებას წააწყდებით.

სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა კუროს ნიშანში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს>>

თქვენი ემოციური ფონი ჰარმონიული არ იქნება. საჭიროა თავის ხელში აყვანა, არ მოაწყოთ სკანდალები, განსაკუთრებით, როდესაც ირგვლივ ადამიანები არიან. მეორე ნახევართან ურთიერთობებში იფრთხილეთ. სჯობს, ლოდინის პოზიცია შეარჩიოთ და არ დაუშვათ სულ მცირე გაუგებრობაც კი.

ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ მარტის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

კურო

კუროებს ამ კვირაში სასიამოვნო შეხვედრები და ასევე სასიამოვნო საუბრები გელოდებათ. კვირის დასაწყისში ეს მუშაობას შეეხება, ხოლო ბოლო დღეებში – სიყვარულს. ვარსკვლავები გაჩუქებენ კარგ განწყობას, რომელიც სწორად უნდა გამოიყენოთ. შეგიძლიათ მთელი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ და ასევე, თქვენი ოპტიმიზმი და სიკეთე ახლობლებს გაუნაწილოთ.

უქმეები შესანიშნავი დროა გარემოს შესაცვლელად. მიმართეთ დასვენების უსაფრთხო ფორმას, მაგრამ სჯობს, სახლში არ ისხდეთ და სადმე ბუნებაში გაემგზავროთ. ასევე კარგი დროა გარდერობის გასაახლებლად.

ტყუპი

საქმე უამრავი გექნებათ, ასე რომ, საკუთარ თავში ერთი წუთითაც კი არ შეგეპაროთ ეჭვი. ყველა სირთულეს დაძლევთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უქმად არ ისხდებით, არამედ იმოქმედებთ. ახლა მთავარია, სირთულეების გამო უკან არ დაიხიოთ და თამამად გამოთქვათ საკუთარი აზრი.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

კვირის ბოლოს, შესაძლოა, ახალი იდეები გაჩნდეს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებებს. სასურველია, დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და შემდეგ მოთმინებით აღიჭურვოთ, რადგან კოლეგებსა და პარტნიორებს თქვენი იდეების წარმატებაში, შესაძლოა, ეჭვი შეეპაროთ. მათ დრო დასჭირდება ამ ყველაფრის გასააზრებლად.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

კირჩხიბი

კვირის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების დისჰარმონიის გამო. ეს, ძირითადად, საქმიან საკითხებს შეეხება. პირად ურთიერთობებსა და სიყვარულის სფეროში ყველაფერი კარგად ჩაივლის.

კვირის ბოლოს შეგიძლიათ სიურპრიზი მოუწყოთ ახლობლებს, საყვარელ ადამიანს. აუცილებელია, ურთიერთობებს დრო დაუთმოთ, ხოლო განმარტოება არასასურველია. არახელსაყრელ და წამგებიან პოზიციაში დაგაყენებთ აგრესიის გამოვლენა, შური, ეჭვიანობა, ასევე, მოტყუება და სიყალბე.

ლომი

ლომებს საკმაოდ ხელსაყრელი კვირა გექნებათ. შესანიშნავი დროა სასამართლო პროცესებისთვის, დიდი შენაძენებისთვის. დიდ თანხებთან დაკავშირებული საქმეები, სჯობს, შუა კვირაში გადაჭრათ. სამუშაო მთელ თქვენს დროსა და ძალას წაიღებს.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

ასტროლოგები გირჩევენ, მიხედოთ თვითგანათლებას, ახალი ცოდნის მიღებას. ამ საკითხებში არ იჩქაროთ, რადგან მეხსიერება მაინცდამაინც გამახვილებული არ გექნებათ. ზოგადად, აჩქარება ამ კვირაში საშიშია ყველა სფეროში. მოემზადეთ იმისთვის, რომ, შესაძლოა, ბევრი რამ პირველივე მცდელობისას არ გამოგივიდეთ.

ადამიანის სილუეტი  - Sputnik საქართველო
თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალწული

ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში არიან, მაგრამ დროზე ადრე ნუ განეწყობით ნეგატიურად. პირველი ორი დღე საყვარელ საქმეს დაუთმეთ. საღამოობით მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან. კვირის ბოლოს გააქტიურდებიან არაკეთილმოსურნეები, ამიტომ ფრთხილად იყავით.

ნუ შეუშინდებით ცხოვრებისეულ გამოცდებს, რადგან ისინი გაგაძლიერებთ და გაჩვენებთ, ვინ ვინ არის. მნიშვნელოვანია მტრების თავდასხმების მოგერიება და საკუთარი მოსაზრებების დაცვა. სიყვარულში სიფრთხილე და მაქსიმალური დიპლომატიურობა უნდა გამოიჩინოთ, რათა სერიოზული შეცდომები აიცილოთ თავიდან.

სასწორი

თქვენთვის ერთადერთი არახელსაყრელი დღე ენერგეტიკული თვალსაზრისით ორშაბათია. შეცდომების თავიდან არიდებაში პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ. საოჯახო საქმეები, სჯობს, უქმეებზე გადადოთ, რადგან ისინი სამუშაოზე ყურადღებას გაგაფანტინებთ.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

უქმეების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს თქვენი ენერგიულობა. დაისვენეთ ისე, როგორც მოგესურვებათ. 21 და 22 მარტს, პრაქტიკულად ყველა ახალ წამოწყებაში გაგიმართლებთ. შესაძლოა, წარმატებით გადაჭრათ ფინანსური საკითხებიც.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ

მორიელი

ფულს ქარს ნუ გაატანთ. ზოგადად, ეკონომიურები ხართ, მაგრამ ხანდახან დაუძლეველი სურვილი შეგიპყრობთ ხოლმე, რომ თანხა რაღაც სისულელეებში დახარჯოთ. სჯობს, ამ ცდუნებას გაუძლოთ და არასაჭირო რამეში ფული არ გადაიხადოთ.

შეინარჩუნეთ პოზიტიურობა და ყურადღებას ნუ გადაიტანთ უსიამოვნებებზე. არ შეუშინდეთ რთული ამოცანების დასახვას. რაც უფრო რთული იქნება, მით უფრო ნაკლები საბაბი გექნებათ მათი შუა გზაზე მიტოვების. პლანეტები და ვარსკვლავები ენთუზიაზმს არ მოგაკლებენ.

მშვილდოსანი

კვირის პირველ დღეებში საქმე მოგემატებათ, მაგრამ, ამავდროულად მოიმატებს ვარსკვლავების ენერგეტიკაც. პრობლემა, ერთადერთი, განწყობასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს. არ დაივიწყოთ დასვენება – არარეკომენდებულია გადაღლა, რაც კვირის ბოლოს არის მოსალოდნელი.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

ძალზე კარგი დროა ძველი ურთიერთობების აღსადგენად, ასევე, ახალი სასიყვარულო რომანის გასაჩაღებლად. დიდი შანსია, რომ სასიამოვნო ადამიანს შეხვდეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ სამუშაოდან ცოტა სხვა რამეზეც გადაერთოთ.

შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები

თხის რქა

ეს კვირა ადამიანებთან მშვიდი და კეთილი ურთიერთობებისკენ განგაწყობთ. გარშემომყოფები მაქსიმალურად გულწრფელი იქნებიან, ამიტომ არ ღირს ცხოვრების გართულება უაზრო ფიქრებით წარსული თუ ამჟამინდელი წყენების შესახებ. ასევე სასარგებლო იქნება, თუ შურისა და ბრაზისგან გათავისუფლდებით – ამგვარი გრძნობები დამანგრევლად მოქმედებს ადამიანზე.

სამსახურში მაქსიმალურად უნდა მოიკრიბოთ გონება, იყოთ ყურადღებით, განსაკუთრებით, 18 და 19 მარტს – ამ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები ერთმანეთთან დისჰარმონიაში იქნებიან. არ დაიშუროთ თბილი სიტყვები კოლეგების, ხელმძღვანელების მიმართ. მთავარია, ეს გულწრფელად გააკეთოთ.

მერწყული

ჯერჯერობით არ ღირს სამომავლო გეგმების დაწყობა. უკვე დაგიგროვდათ პრობლემები და არ ღირს მათი გადადება. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, მიხედოთ იმ საქმეებს, რომლებიც ახლაა მნიშვნელოვანი. კვირის დასაწყისში, შესაძლოა, განწყობა ხშირად შეგეცვალოთ, გააქტიურდეს მავნე ჩვევები. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო გეგმებზე არ აისახოს.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

სამსახურში კოლეგებსა და ხელმძღვანელებს აჩვენეთ თქვენი სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა და დახმარებისთვის მზადყოფნა. ეს დაგეხმარებათ, რომ ამ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ და არაკეთილმოსურნეების თავდასხმები მოიგერიოთ. ასევე, არ დახარჯოთ ბევრი ფული და არ გასცეთ ვალი.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში

თევზები

სამუშაო დღეებში გათავისუფლდით სიზარმაცისა და აპათიისგან. ვარსკვლავები და პლანეტები უფრო პროდუქტიულსა და წარმატებულს გახდიან თქვენს საქმიანობას. შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა. მთავარია, არ შეჩერდეთ მიღწეულზე, რადგან ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ. გწამდეთ საკუთარი თავის.

უქმეებზე ეცადეთ, მთლიანად გათავისუფლდეთ სამუშაოზე ფიქრისგან. ეს აუცილებელი პირობაა იღბლის მოსაზიდად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ჯანმრთელობის გამტკიცებაზე ზრუნვა. არ დაივიწყოთ დასვენება – გადაღლა ახლა ძალზე საშიშია.

ყველა ახალი ამბავი
0