როგორ დავგეგმოთ მარტის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რამე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
როგორ დავგეგმოთ მარტის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით - Sputnik საქართველო
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე

11 მარტი: კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს გონებამ გრძნობები უნდა გააკონტროლოს. თუ ემოციებს აჰყვებით, შესაძლოა, ტყუილის მსხვერპლი გახდეთ, ან სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ. არასასურველია ალკოჰოლის მიღება. სასარგებლო იქნება ფიზიკური სავარჯიშოები, მასაჟი ან გამაახალგაზრდავებელი პროცედურები.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა კუროს ნიშანში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს

12 მარტი: კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს არ ეცადოთ რამენაირად გამოამჟღავნოთ ამპარტავნება, ეგოცენტრიზმი. ამის შედეგი, შესაძლოა, ძალიან უსიამოვნო იყოს. შეიძლება დაკარგოთ ავტორიტეტი, სამუშაო, გარშემომყოფების პატივისცემა. იყავით მომთმენი, დიდსულოვანი და გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ყველა „ცოტა ვერ არის“.

13 მარტი: კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. კარგი დღეა შემოქმედებითი პროექტების რეალიზების, ნებისმიერი ინდივიდუალური შემოქმედებისთვის. მოერიდეთ საკუთარი მიღწევებით ტრაბახს, ამპარტავნებას, სხვა ადამიანებზე ზემოდან ყურებას, მათ განკიცხვას.

14 მარტი: კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ეს პერიოდი განკუთვნილია აქტიური და მტკიცე მოქმედებებისთვის. თუ შეძლებთ მოცემული შანსის გამოყენებას, შეიძენთ ბევრ სასარგებლოს როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

15 მარტი: კლებადი მთვარე მშვილდოსნის თანავარსკვლავედშია. არის თამამი და სარისკო ნაბიჯების, შემოქმედებითი აღმასვლებისა და შთაგონების ხანა. შეეჭიდეთ იმ საქმეს, რომლის დაწყებასაც აქამდე ვერ ბედავდით. შანსი არის, რომ გამოგივიდეთ!

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

16 მარტი: კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ეს არის სიბრძნის, ცოდნის, სულიერი ძიებების დღე. იფიქრეთ თქვენს პროფესიულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. შესაძლოა, ჯობდეს, რომ სამსახურში დაყოვნდეთ და რაც შეიძლება მეტი საქმე გააკეთოთ - ასეთი ნაყოფიერი დღე უახლოეს მომავალში არ იქნება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

17 მერტი: კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. შესანიშნავი დროა საქმიანი კავშირების დამყარებისთვის: დოკუმენტებზე ხელმოწერის, ფინანსური გარიგებებისთვის. შესაძლებელია სსვა, ნაკლებად სერიოზული ნაბიჯების გადადგმა საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.

18 მარტი: კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ძალიან კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ეცადეთ, ზედმეტად არ დაიძაბოთ და არ დაირღვიოთ სულიერი სიმშვიდე. სასარგებლოა წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები.

19 მარტი: კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, მგზავრობისთვის, ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრისთვის. წარმატებული შედეგი ექნება, თუ ამ დღეს ჯანმრთელი წესით ცხოვრებას დაიწყებთ.

20 მარტი: კლებადი მთვარე მერწყულის თანავარსკვლავედშია. შესანიშნავი დროა აქტიური დასვენებისთვის, საყიდლებზე წასვლისთვის – დღეს წარმატებით შეიძენთ ნივთებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოგანიჭებთ სიხარულს.

ყველა ახალი ამბავი
0