სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა კუროს ნიშანში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს

© Pixabay / PublicDomainPicturesბედნიერება
ბედნიერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
5 მარტს ვენერა კუროს ნიშანში გადავა, რაც მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა. კუროს ნიშანში პლანეტა ამა წლის 3 აპრილამდე დაჰყოფს.

ბოლო დროს ვენერა ვერძის ნიშანში იმყოფებოდა, რაც ამ პლანეტას მაინცდამაინც „არ უყვარს", ანუ მისთვის არახელსაყრელი მდგომარეობაა.

5 მარტს ვენერა კუროს ნიშანში გადავა, რაც მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა. კუროს ნიშანში პლანეტა ამა წლის 3 აპრილამდე დაჰყოფს.

სანაპირო - Sputnik საქართველო
მერკური რეტროგრადული ხდება: რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე

ვენერა უკავშირდება ადამიანის ყველა გრძნობას, სიყვარულს, სინაზეს, სილამაზეს, მშვენიერებას, ფინანსებსა თუ ხელოვნებას.

კურო პრაქტიკული ნიშანია, რომელსაც უყვარს სტაბილურობა, მუდმივობა, სიმშვიდე და ჰარმონია.

რას მოიტანს ვენერა კუროს ნიშანში

დგება ხელსაყრელი პერიოდი ყველაფრისთვის, რასაც ვენერა უკავშირდება. ანუ, ურთიერთობებში შესაძლებელია ჰარმონიის აღდგენა, თუ ის დარღვეული იყო, შეიძლება ახალ დონეზე გადასვლა, მაგალითად, დაქორწინება, თანაცხოვრების დაწყება.

ვის გაუმართლებს სიყვარულში 2020 წლის მარტში>>

თუ პარტნიორი არ გყავთ, მაგრამ ეძებთ მას გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის, ასევე შესატყვისი პერიოდია. მთავარია, სახლში არ ისხდეთ თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის (ან პრინცესას) მოლოდინში და იმოქმედოთ.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

კარგი დრო დგება მათთვის, ვისი ბიზნესიც ამ პლანეტას უკავშირდება, ანუ სილამაზესთან, ტანსაცმელთან, ხელოვნებასთან, , გართობასთან, ფინანსებთან. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ „ოქროს სარაიას" აიშენებთ, მაგრამ გაუმჯობესება ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ვენერას კუროს ნიშანში გადასვლის გამო

კურო პირადი საკუთრებისა და ფულის ნიშანია. მისი სიმბოლოც ამაზე მეტყველებს - მზის წრეზე მოთავსებული ნახევარმთვარის ფორმის თასი. თასი სასიცოცხლო ენერგიას განასახიერებს, ხოლო წრე - ნებისყოფის ძალით მოპოვებულ სიმდიდრეს.

კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება>>

ვენერა როდესაც კუროს ნიშანში გადადის, ამას წარმატებები მოაქვს ფულის თვალსაზრისით. ხანდახან ესაა მემკვიდრეობა, ქორწინება. ყოველ შემთხვევაში, ის ყველას დაასაჩუქრებს რამით - ზოგს ფულით, ზოგს საჩუქრით, ზოგი ძალზე მომხიბლავი გახდება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა თვალში, ზოგი კი ჰარმონიას მოიპოვებს ოჯახში, ურთიერთობებში.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ფულის „კოკისპირული წვიმა" ელოდება ვერძებს. ელოდეთ შემოსავალს. ახლა ისე, როგორც არასდროს, პრაქტიკული ხართ ფინანსურ საკითხებში. შესაძლებელია, რომ მიიღოთ პრემია, მოგემატოთ ხელფასი, დადოთ მომგებიანი გარიგება, იპოვოთ შემოსავლის ახალი წყარო, ახალი მაღალანაზღაურებადი სამსახური, შედგეს მომგებიანი ქორწინება, ან მემკვიდრეობა მიიღოთ.

ბუნებრივია, ვენერა უყურადღებოდ არ დატოვებს კუროებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს პროგრესი ელოდებათ ყველა სფეროში - ფულის, სიყვარულის, სილამაზის, ურთიერთობებში ჰარმონიის, სამუშაოს, ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში.

ვენერა კუროს ნიშანში ერთ-ერთი ხელსაყრელი ვითარებაა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ მხრივ იღბლიანები იქნებიან მშვილდოსნები. ყველაფერი კარგად იქნება სამუშაოზეც, ჯანმრთელობის მხრივაც და ფულთან დაკავშირებითაც.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

რაც შეეხება ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს, ყველა მიიღებს თავის ბედნიერ შანსს - ვენერას მთავარი ამოცანა ხომ ისაა, რომ შეგვიქმნას კომფორტული ცხოვრება.

ხელსაყრელი დროა, სანამ ვენერა კუროს ნიშანშია - გამოიყენეთ ეს პერიოდი!

ყველა ახალი ამბავი
0