Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ ეს შეტყობინებები: ESET გამომძალველ მისამართებს ასახელებს

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკიბერდანაშაული
კიბერდანაშაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში მომხმარებლები იღებენ შეტყობინებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, რომელიც თითქოს COVID 19-ის ინფექციის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. კიბერდამნაშავეებმა მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით ყალბი წერილების დაგზავნა დაიწყეს, აფრთხილებენ მსოფლიოს მოსახლეობას ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია ESET-ს ექსპერტები. 

ინტერპოლის შტაბბინა - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა თაღლითებს ახალი სქემები შთააგონა: ინტერპოლი განცხადებას ავრცელებს

მათი თქმით, კიბერდამნაშავეები მომხმარებლებს სთავაზობენ გახსნან ბმულები, რათა „ვირუსის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან და საიდუმლო ინფორმაციას“ გაეცნონ. ექსპერტების თქმით, ამ გზით დამნაშავეები იუზერების პირად ინფორმაციასა და საბანკო მონაცემებს იპარავენ.

სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, დააკვირდნენ მისამართებს, საიდანაც მათთან მსგავსი წერილები მიდის.

„მისამართებს @who.com, @who.org თუ @who-safety.org-ს არანაირი კავშირი არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, — აცხადებენ ESET-ს ექსპერტები.

გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, პოპულარობას იკრებს სხვადასხვა სახის შეტყობინებები „ეპიდემიასთან ბრძოლისთვის“ თანხების მოგროვების თაობაზეც. ამიტომ იუზერებს მოუწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ გახსნან ისეთი შეტყობინებები, რომლებიც პირადი მონაცემების შეყვანას მოითხოვს.

მანამდე ინტერპოლმა გაავრცელა განცხადება, რომ, ისარგებლეს რა კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული საფრთხეებით, დამნაშავეებმა ფინანსური თაღლითობის რამდენიმე ახალი ონლაინ მეთოდი შეიმუშავეს.

ყველა ახალი ამბავი
0