Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მადრიდში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდგინეს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაინფიცირებული პირი, ამავდროულად, ონკოლოგიური პაციენტია, რომელსაც თან ახლავს ოჯახი წევრი. ის ამჟამად იზოლაციაში იმყოფება

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ესპანეთში და კერძოდ, მადრიდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოს საგარეო უწყებაზე დაყრდობით.

როგორც ტელეარხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაინფიცირებული პირი ამავდროულად ონკოლოგიური პაციენტია, რომელსაც თან ახლავს ოჯახი წევრი. ის ამჟამად იზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსის დიაგნოსტიკა - Sputnik საქართველო
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

„გიდასტურებთ, რომ მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე... ის მოთავსებულია კლინიკაში და შესაბამისად მკურნალობს... საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და კლინიკასთან“, - აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოს 139 ქვეყანაში დადასტურებულია COVID 19-ის 145 374 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 5 429, ხოლო განიკურნა 71 694 პაციენტი. 

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 6 023 დაინფიცირებულია.

COVID 19 განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს: ჩინელი მედიკოსების უახლესი დასკვნა>>

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია, კარანტინის რეჟიმშია 418, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0