საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით,  კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54

თბილისი, 14 მარტი -Sputnik. საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი სავარაუდოდ გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, სავარაუდოდ, ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევა იტალიასთან არის კავშირში. აღნიშნული მოგვიანებით დადგინდება.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0