თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით გუშინ მიმართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ეს არის შუამდგომლობა გათავისუფლების შესახებ და არა შეწყალების მოთხოვნა.
„საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა, მაშინ, როდესაც სამართალწარმოება ამოწურულია, განაჩენი დამდგარია, მიიღოს მსჯავრდებული პირის მიმართ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა ფორმალური წესის დაცვით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ყველა ამ საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება არის საქართველოს პრეზიდენტზე”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თერთმერტმა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს განცხადებით მიმართა და გიგი უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რომ საქართველოში
გიგი უგულავა იყო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი და 2005 წლიდან თბილისის მერი, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 22 დეკემბერს, სასამართლომ გაფლანგვის ბრალდებით ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით დაემატა ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის ბრალდება, და საერთო ჯამში უგულავამ საპატიმროში 2 წელი და 7 თვე გაატარა. 2017 წლის დასაწყისში უგულავა გათავისუფლდა და შეუერთდა „ევროპულ საქართველოს". ბოლო დრომდე პარტიაში ის ლიდერის როლს ასრულებდა.