ცერცვაძე: შემოვლისას ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი

© Sputnik / Alex Shlamovთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
14  მარტის მონაცემებით,   ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში კი 418 ადამიანი რჩება

თბილისი, 14 მარტი Sputnik. შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან, განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს 50 წლის  მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.  გუშინ ჩატარებული ტესტის მიხედვით, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა, პროტოკოლის მიხედვით, 24 საათში ისევ განმეორდება ანალიზი და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

„გამოჯანმრთელებულად პაციენტი მხოლოდ მაშინ ითვლება, როდესაც ორი თანმიმდევრული გამოკვლევის დროს მისი ტესტი უარყოფითი იქნება. მეორე გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება. ვინაიდან ეს პირველი პაციენტია, გამოკვლევა ჩატარდება როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, ასევე ლუგარის ცენტრში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისიც უარყოფითი იქნება. ეს მიკრო სიხარული და მცირე ზეიმი იქნება“, -განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 14 მარტისთვის>>

მისი თქმით, თავად ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან სხვა დანარჩენი პაციენტებიც გამოჯანმრთელდებიან, ვინაიდან საქართველოში არ გვაქვს  ისეთი შემთხვევა, სადაც ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს.

„თუმცა ხალხისთვის, და განსაკუთრებით ჩვენი პაციენტებისთვის ამას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

14 მარტის მონაცემებით,   ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

 

ყველა ახალი ამბავი
0