მომხმარებელს სესხის შენატანზე საშეღავათო პერიოდს „თიბისი" და „ლიბერთიც" სთავაზობენ

© photo: Sputnik / StringerTBC bank-ის ბანკომატი
TBC bank-ის ბანკომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის მომხმარებლებს, რომელთაც სესხის მომსახურების ყოველთვიური გადახდა უწევთ, სურვილის შემთხვევაში, შესატანი თანხის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცემათ.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს კიდევ ორი მხვილი კომერციული ბანკი – „თიბისი" (TBC) და „ლიბერთი" სთავაზობს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს-მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი", – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ Facebook-გვერდზე

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს, ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ შეთავაზება პროცენტის შეცვლას არ გულისხმობს.

ფასები, ნავთობი, კორონავირუსი: საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის შეკავებას გეგმავს>>

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები „თიბისი ბანკისგან" ინდივიდუალურად მიიღებენ.

საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკი“ კლიენტებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

„ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო „ლიბერთი" ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად", – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ლიბერთი ბანკმა" გაავრცელა.

დღეს განცხადება მომხმარებლისთვის შეღავათების დაწესების თაობაზე პირველმა „საქართველოს ბანკმა" გააკეთა.

სამივე კომერციულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.

საქართველოს ხელისუფლება ტურისტული სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებს შემოიღებს>>

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის ერთი 12 წლის მოზარდია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფექება პანდემიად გამოაცხადა, რამდენადაც ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

ყველა ახალი ამბავი
0