ამირან გამყრელიძე: COVID 19-ის მკურნალობა სიმპტომურია

გამოწერა
გამყრელიძის განცხადებით, COVID 19-ის მკურნალობისას ჩინეთის გამოცდილებით რამდენიმე პრეპარატი გამოიყენება

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის მკურნალობისას რამდენიმე პრეპარატი ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით გამოიყენება, განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 25–ე შემთხვევაც იტალიას უკავშირდება

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25–ე შემთხვევა დაფიქსირდა და იგი იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. პაციენტი მკურნალობას ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ამ ინფექციის მკურნალობა არის სიმპტომური, ანუ რა სიმპტომებია წინა პლანზე. თუ მაღალია ტემპერატურა - სიცხის მკურნალობა, თუ პნევმონიაა - პნევმონიის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული დაცვა და ა.შ. შესაბამისად, ინტენსიური ჟანგბადის მიცემა ადამიანისთვის მთავარია, განსაკუთრებით, გართულებული შემთხვევების დროს. ასევე, ხმარობენ რამდენიმე პრეპარატს, რომელიც ჩინეთის გამოცდილებით გამოიყენება," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 58 პაციენტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

ამ დროისთვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში 125 258 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ იტალია მოდის, სადაც COVID-19 დაუდგინდა 12 462 ადამიანს. სულ მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 4 638 კაცს, ხოლო განკურნებულების რაოდენობა — 68 286 პაციენტს.


ყველა ახალი ამბავი
0