სფფ–ს გენმდივანი: საქართველო–ბელარუსის მატჩის გამართვის ალბათობა მცირეა

გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია საქართველოსა და ბელარუსის გუნდებს შორის უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარება

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალური მდივნის დავით მუჯირის აზრით,  საქართველოსა და ბელარუსის გუნდებს შორის 26 მარტს დაგეგმილი უეფას ერთა ლიგის ნაევარფინალური მატჩის  გამართვის ალბათობა ძალზე მცირეა. 

რაგბი - Sputnik საქართველო
რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოში ამ დროისთვის მასობრივი ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა, დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, თეატრები, მუზეუმები. სპორტული ღონისძიებებიდან – 1 აპრილამდე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი შეჩერდა,  ასევე გაუქმდა თბილისის გრან–პრი ძიუდოში, რომელიც 27–29 მარტის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

 „უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენი სურვილია, რომ ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალური თამაში გადაიდოს.  საქართველო–ბელარუსის მატჩის გამართვის ალბათობა ძალზე მცირეა. ჩვენთვის მიუღებელია შეხვედრის გულშემატვივრების გარეშე გამართვა. ფეხბურთი ხალხს ეკუთვნის. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ მატჩის გამართვის თარიღის გადადებას“, – განაცხადა მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

სფფ–ის გენერალურმა მდივანმა საკუთარი სიტყვების დასტურად ჩემპიონთა ლიგის მატჩთან დაკავშირებული მაგალითი მოიყვანა.

 „მაყურებლის გარეშე მატჩის ჩატარება გადაწყვიტეს პარიზში, თუმცა, გულშემატკივარი სტადიონის გარეთ შეიკრიბა. მაშინ რა  მნიშვნელობა აქვს სად მოხდება ადამიანების თავყრილობა – სტადიონის ტრიბუნებზე თუ მის საზღვრებს გარეთ“, აღნიშნა მუჯირმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც ქართული მხარე შეხვედრის გადადებას მოითხოვს.

 „ჩვენ გაგვიჭირდება როგორც ბელარუსი, ისე ჩვენი ფეხბურთელების მიღების ორგანიზება. ეს დაკავშირებულია კორონავირუსის გამო ზომების გამკაცრებასთან. ქვეყანაში შემოსვლისას შეიძლება აუცილებელი იზოლაცია გახდეს საჭირო. ფეხბურთელების გადაადგილება ძალზე გაჭირდა“, – აღნიშნა მან.

უეფას ერთა ლიგიგ ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის თბილისში 26 მარტს უნდა გამართულიყო. მეორე ნახევარფინალში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები შეხვდებიან. პლეი-ოფის გამარჯვებული EURO-2020-ზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0