საჭიროა სწორი გზა: პუტინი წინააღმდეგი არ არის, მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმირ პუტინის თქმით, უალტერნატივო არჩევნები საჭირო არ არის, ის ღია და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხარს არ უჭერს სახელმწიფო დუმის ვადამდელ არჩევნებს და ასევე მიზანშეუწონლად მიაჩნია კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება, რომელიც საპრეზიდენტო ვადების რაოდენობას განსაზღვრავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს უკანასკნელი ინიციატივა „ედინაია როსიას“ დეპუტატმა ვალენტინა ტერეშკოვამ წამოაყენა.

„იმ დროს, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროები შდა მდგრადობას, სიმწიფეს იძენს, როდესაც სახელმწიფო უფრო მძლავრი და გარედან რთულად მოწყვლადი ხდება, მაშინ პირველ პლანზე სწორედ ხელისუფლების ცვალებადობის შესაძლებლობა გამოდის. ეს საჭიროა ქვეყნის განვითარების დინამიკისთვის“, — განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ხგრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ხელისუფლების რეგულარი ცვლილების  გარანტია. 

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
ამერიკელი დემოკრატები პრეზიდენტ პუტინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა დეპუტატ ტერეშკოვას კიდევ ერთ ინიციატივაზე, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.  ვლადიმირ პუტინის თქმით, უალტერნატივო არჩევნები საჭირო არ არის, ის ღია და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

„იყო წინადადებები, გაიჟღერა იდეებმა იმის შესახებ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და მოქმედ პრეზიდენტს, თქვენს მონა–მორჩილს,  ვადა გაუხანგრძლივდეს. და ეს გაკეთდეს იმის საფუძველზე, რომ მოქალაქეები ხმას მისცემენ შეთავაზებულ ცვლილებებს. დიახ, აპრილში სრულიად რუსეთის კენჭისყრა გაიმართება, მაგრამ მაშინ გამოვა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ფაქტობრივად უალტერნატივო კენჭისყრის შედეგად გახანგრძლივდება. ეს კი, ჩემი აზრით, ასევე არასწორია“, —   განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, თუ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებენ, მისი კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელი იქნება.

 აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა  დუმაში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა. კენჭისყრის მომზადება პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა. სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კენჭისყრის 22 აპრილს ჩატარებას.

ყველა ახალი ამბავი
0