დაიწყო რეგისტრაცია მერიის პროგრამაზე "ისწავლე და დასაქმდი"

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიული გადამზადებისთვის თბილისის მერია წელს 330 ათას ლარს გამოყოფს. პროგრამაში მონაწილეობა ათასზე მეტ ადამიანს შეუძლია

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი", პროგრამის ბიუჯეტი 2020 წელს 330 ათასი ლარია.

ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
სამუშაო ახალგაზრდებისთვის: თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიხსნა

პროფესიული გადამზადების პროგრამა ოთხი სახელმწიფიო პროფესიული კოლეჯის ბაზაზე განხორციელდება და პირველ ეტაპზე მასში 1,1 ათასი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას. შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებულები, მრავალშვილიანი ოჯახების წევრები და მარჩენალდაკარგულები.

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე კოლეჯების ვებ-გვერდებზე და თვითონ კოლეჯებში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 მარტი.

  • „სპექტრი" - მისამართი: ბ. ჭიჭინაძის ქუჩა N10; ტელეფონი: 2 40 16 87; 577 752 474; 577 17 16 76;
  • „იკარუსი": მისამართი: მარშალ გელოვანის N 4; ტელეფონი: 032 2 37 39 81; 577 200 742; 577 500 441.
  • „მერმისი" - დ. გურამიშვილის ჩიხი N9/ა; ტელეფონი: 2 14 78 87; 577 504 474;
  • გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრი, მისამართი: გლდანის მეხუთე მ/რაიონი, ხაზანიშვილის ქუჩა. ტელეფონი: 032 2 14 03 14; 570 50 30 01.

პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა. ამ ორი წლის განმავლობაში პროფესიული განათლება დაახლოებით ორი ათასმა ადამიანმა მიიღო. აქედან დასაქმება 70%-მა შეძლო.

კურსებზე სწავლის ფულს მთლიანად თბილისის მერია აფინანსებს. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, ორი თვეა. ყველა კურსდამთავრებული სერტიფიკატს იღებს.

პროფსასწავლებელი - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ პროფესიული გადამზადების პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება. ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

ასევე დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

ახალი სავაჭრო ობიექტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გახდი პროფესიონალი მშენებელი ან ფერმერი: უფროსებს გადამზადების კურსებზე იწვევენ

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ყველა ცვლილება, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში განხორციელდება, კერძო სექტორის ჩართულობით იქნება რეალიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0