სამუშაო ახალგაზრდებისთვის: თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიხსნა

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალგაზრდები
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე ახალგაზრდებს ვაკანტურ ადგილს 65-ზე მეტი კომპანია შესთავაზებს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში იხსნება ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job fest, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ორი ათასზე მეტი ვაკანსია, იუწყება პირველი არხი.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 65 კომპანია. ისინი ახალგაზრდებს ვაკანტურ ადგილებს შესთავაზებენ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ

ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მოძებნონ სამუშაო სადაზღვევო, საბანკო, სააფთიაქო, ასევე ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებში.

ახალგაზრდები ასევე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 36 წლამდე ახალგაზრდებს, ასევე სტუდენტებსა და უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს.

დასაქმების ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათზე დამთავრდება. სამუშაოს მძებნელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და რეზიუმე.

 

ყველა ახალი ამბავი
0