საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები გადაიდება: ვაშაძე ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ მემორანდუმს ხელი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე მოეწერა, რომელიც დიპკორპუსის ხელშეწყობით გაიმართა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სავარაუდოდ, 4 აპრილს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე მორატორიუმი გამოცხადდება, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეარხ Palitra News-ზე.

ოპოზიციამ მასობრივი საპროტესტო აქცია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ დაგეგმა, რომელსაც ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა ედება ბრალად. უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და მასშტაბური აქციების დაწყება დააანონსა. მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება მხარეებმა დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით შეძლეს.

„დღეს ჩვენთან (გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების) შეხვედრა გაიმართება და, სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმი გამოცხადდება. თუ მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შესრულდება, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება", – განაცხადა ვაშაძემ.

საპროტესტოა ქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შეთანხმება მიღწეულია – ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსამდე მივიდნენ

საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ მემორანდუმს ხელი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე მოეწერა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ხელშეწყობით გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ „120/30“ მოდელზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.

30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ, მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა და მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

თებერვალში აღნიშნული მოლაპარაკებები ლამის ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა. მიზეზი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა, რის შედეგადაც უგულავა საპატიმროში აღმოჩნდა, ოპოზიციამ კი „პოლიტპატიმრების" გათავისუფლებამდე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ვითარების დარეგულირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხერხდა, რომლებიც მხარეებთან არაფორმალურ შეხვედრებს მართავდნენ.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", - დაწერა ამასთან დაკავშირებით პრემიერმა გახარიამ.

მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ახლა უნდა დაიწყოს ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. ჯერჯერობით, მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პროპორციულად პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0