სუპერმთვარეობა 9 მარტს: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

© REUTERS / David W Cernyსუპერმთვარეობა. პრაღა
სუპერმთვარეობა. პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 მარტს სავსემთვარეობა და სუპერმთვარეობაა. ამ დღეს მთვარე ყველაფერ ცოცხალზე განსაკუთრებით მძლავრ ზემოქმედებას მოახდენს

სიტყვა „სუპერმთვარეობა“ ბოლო წლებში გახდა პოპულარული და ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ასევე საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით. სუპერმთვარეობა გველოდება კიდევ აპრილსა და მაისში.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

სავსემთვარეობა მარტში – ეს განახლების დროა. მთვარე ახალ ზღვარზე გავა და მასთან ერთად გარდაიქმნება მთელი სამყარო როგორც ფიზიკურად, ისე ენერგეტიკულად.

სავსემთვარეობა 9 მარტს ქალწულის ნიშანში ჩაივლის.

სავსემთვარეობა თბილისის დროით 21:49 საათზე დადგება.

ბევრი ადამიანი იგრძნობს გარკვეულ დაძაბულობას, მაგრამ ბევრი ახალი იდეების განხორციელებისთვის ახალი შესაძლებლობების გამოჩენას დაინახავს.

სავსე მთვარე ნეგატიურად იმოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც მიჩვეული არიან ქაოსსა და სპონტანურ მოქმედებებს, დადებითად კი მათზე, ვინც საკუთარი გეგმების რეალიზებისკენ და წარმატებებისკენ ისწრაფვიან. ამ ადამიანებში გაძლიერდება ინტუიცია და გამწვავდება ანალიტიკური აზროვნება.

9 მარტის სავსემთვარეობას ასტროლოგები ცდუნებების დღესაც უწოდებენ. ესაა მაქსიმალური ენერგეტიკული აღმასვლის, აღორძინების, ტრანსფორმაციისა და განვითარების მომენტი. ამასთან, საკმაოდ ძლიერი იქნება ქალწულის თანავარსკვლავედის გავლენა, რომელშიც მთვარე იმყოფება. ასეთი განლაგება მნიშვნელობას შესძენს ნებისმიერ ცვლილებას, მოიტანს გარკვეულ დაძაბულობას, ადამიანებში გაზრდის მომთხოვნელობასა და კატეგორიულობას, მაგრამ ამასთან, გახსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესში, განათლებაში, რომანტიკულ და ფინანსურ სფეროებში.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ასტროლოგების რჩევები 9 მარტისთვის:

მიუხედავად ორშაბათის საქმიანი აქტიურობისა, სამუშაოზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს აჩქარება და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, აგრესია და ძალის გამოცლა. ამ დღეს ყველაზე ეფექტური იქნება ნაცადი მეთოდების გამოყენება. სიხარულს მოგანიჭებთ შემოქმედებითი პროექტები.

ენერგიის უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის მკვეთრი ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება ან პირადი დრამები. სავსემთვარეობის გამო ადამიანებმა სამყარო, შესაძლოა, შავ ფერში აღიქვან, მაგრამ ეს რეალობაზე მცდარი წარმოდგენაა, საჭიროა ამ ტენდენციების დაძლევა. ამასთან, არ უნდა აეწყოთ სხვის მოსაზრებებზე. ყველაზე ზუსტი შეფასება საკუთარი შინაგანი გრძნობა იქნება იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებთ.

სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა კუროს ნიშანში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს>>

ახლა კი მოკლედ იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედებს 9 მარტის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე.

ვერძი: ვერძები სავსემთვარეობის გარეშეც ენერგიითა და სიმტკიცით ხართ სავსე, მაგრამ მთვარის ამ ფაზამ, შესაძლოა, თქვენი ენერგია უარყოფით კალაპოტში მიმართოს. აქედან გამომდინარე, სჯობს, არ იაქტიუროთ და ეს დრო „გადააგოროთ“: წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ საყვარელ ფილმს. ღია დაპირისპირებას მოერიდეთ.

აყვავებული ნუშის ხე - Sputnik საქართველო
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ურო: კუროები სავსემთვარეობას მეტ–ნაკლებად მშვიდად გადაიტანთ. გაუგებრობები მხოლოდ პირად ცხოვრებაშია მოსალოდნელი და ისიც, თუ ძალიან „მოინდომებთ“. დანარჩენ შემთხვევებში თქვენი სტაბილური და მშვიდი ხასიათი სავსე მთვარის დამანგრეველ ზეგავლენას მედგრად შეხვდება.

ტყუპი: სავსე მთვარის ზეგავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე არაპროგნოზირებადია. მაგალითად, ტყუპებს ის საერთოდ გართმევთ ძალას და აპათიაში გაგდებთ. თქვენთვის რეკომენდებულია დასვენება, ამ დღეს მუშაობა და თან, ნაყოფიერად, არ გამოვა.

კირჩხიბი: მეოჯახე და მშვიდმა კირჩხიბებმა სავსემთვარეობაზე, შესაძლოა, დაუძლეველი სურვილი იგრძნონ, რომ ყველაფერი დაანგრიონ: დაშორდნენ საყვარელ ადამიანს, სახლიდან წავიდნენ, იჩხუბონ და ყველა და ყველაფერი მიატოვონ – იცოდეთ, რომ ეს სავსე მთვარის გავლენაა და ნუ აჰყვებით წამიერ იმპულსს. გააკონტროლეთ თავი.

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>

ლომი: გარეგნულად თავდაჯერებულ ლომებს ხშირად ეპარებათ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ და რომელ მხარეს ისწრაფვიან. სავსემთვარეობაზე ეს გრძნობა შეიძლება გამძაფრდეს, გაჩნდეს ყველაფრის კარდინალურად შეცვლის სურვილი. ასეთმა აზრებმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაზე ძალიან დადებითად იმოქმედოს, მაგრამ, ასევე, შეიძლება ცხოვრებაც დაგინგრიოთ.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

ქალწული: სავსემთვარეობის დღეს ქალწულებმა საკუთარ თავში შეიძლება ისეთი თვისებები აღმოაჩინოთ, როგორიცაა გაღიზიანებადობა, ეჭვიანობა, აგრესიულობა და სკანდალის მოთხოვნილებაც კი. გარშემომყოფები მიჩვეული არიან თქვენს „კირკიტა“ ბუნებას, მაგრამ ამგვარი ცვლილებებისგან ნამდვილად არ დარჩებიან კმაყოფილი. გააკონტროლეთ თავი და არ ჩაებათ კონფლიქტში.

სასწორი: სასწორები, არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური პრობლემების წინაშე დადგეთ. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები გირჩევენ, კარგად გათვალოთ თქვენი ბიუჯეტი და სავსემთვარეობაზე ცოტა მეტი ფული მოიტოვოთ – გაუთვალისწინებელი ხარჯებითვის.

მორიელი: მორიელებისთვის სავსემთვარეობა ენერგიის წყაროა. მთვარის ეს ფაზა ახალი საქმეებისკენ გიბიძგებთ. სხვა საკითხია, რამდენად იქნება ეს საქმე პროდუქტიული მომავალში. ზოგადი წესი ასეთია: სავსემთვარეობაზე, სჯობს, ახალი საქმეები არ დაიწყოთ, არამედ ძველს მიხედოთ.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

მშვილდოსანი: მშვილდოსნებმა მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმოთ სავსემთვარეობის დღე. თუ დილითვე არ გექნებათ სამოქმედო გეგმა, არის შანსი, რომ ეს დღე არასასიამოვნო „თვითჩაკირკიტებაში“ გაატაროთ და თან, ძალა გამოგეცალოთ. მოიფიქრეთ წინასწარ, რა უნდა გააკეთოთ 9 მარტს.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

თხის რქა: სავსემთვარეობის ენერგია ხელს არ უწყობს ცხოვრების ზომიერ სტილს, რისკენაც ისწრაფვით თხის რქები. ამიტომ ეს დღე ყველაზე მძიმე იქნება თქვენთვის ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის. სტრესი, ცუდი განწყობა, გაღიზიანება – ამას რომ თავი აარიდოთ, ასტროლოგები მოდუნებასა და დასვენებას გირჩევენ.

მერწყული: მერწყულები სავსემთვარეობის დღეს, შესაძლოა, არაკეთილმოსურნეების სამიზნე გახდეთ. ეს იმიტომ, რომ სავსემთვარეობა ნებისმიერ ნეგატივს კვებავს, ეს კი პოზიტიური ჰაერის ნიშნის წარმომადგენელ მერწყულებს უფრო დაუცველს ხდის. ასე რომ, იყავით ფრთხილად.

თევზები: თევზები, რომლებიც ცხოვრებაში გადაწყვეტილებების 80%–ს ინტუიციაზე დაყრდნობით იღებთ, სავსემთვარეობის დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით ბედის მინიშნებების მიმართ. თუ რამე საორჭოფო გადაწყეტილების წინაშე დგახართ, სწორედ სავსე მთვარის დღეს ჯობია მოუსმინოთ საკუთარ თავს და ენდოთ საკუთარ შეგრძნებებს.

ყველა ახალი ამბავი
0