7 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 7 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 მარტი

1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.

© FB/ Zodiac Signsთევზები
7 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.

როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

7 მარტს დაბადებულები

7 მარტს ხელგაშლილი, სულგრძელი და თავდაჯერებული ადამიანები იბადებიან. არიან დამოუკიდებელი და ჯიუტი, მათ მოქმედებებს არ აკლია სიბრძნე, პრაქტიკულობა და გონივრულობა. ასევე აქვთ ინტუიცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. აქვთ კარგი ჯანმრთელობა და გამოწრთობილი ძლიერი ხასიათი. ჰყავთ ბევრი მეგობარი და ასევე არაკეთილმოსურნე და მოშურნეც, შურს კი მათი ცხოვრების სიმსუბუქე იწვევს. ფინანსებსა და სიყვარულში უმართლებთ. მთავარი პრინციპი, რასაც უნდა მისდიონ, ისაა, რომ არ ჩავარდნენ წარმატებით ტკბობაში, რათა შეინარჩუნონ ფხიზელი გონება და არ დაკარგონ ბედნიერება.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

7 მარტს დაბადებულებს რთული ხასიათი აქვთ. ხანდახან ისინი რეალობისგან მოშორებით, აბსტრაქტულ სამყაროში ცხოვრობენ. მაგრამ ეს ხელს არ უშლით, საკმაოდ კონკრეტულად გამოხატონ თავიანთი აზრები და წარმატებას მიაღწიონ. ღრუბლებში ფარფატის გარდა, ამ დღეს დაბადებულებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიწიერი მიზნებიც აქვთ, მაგალითად, კარიერა, რომელში წარმატებასაც ისინი გარშემომყოფების დახმარებით აღწევენ. ტოვებენ ყველაფრისგან მოწყვეტილი ადამიანების შთაბეჭდილებას, ამიტომ სამუშაოს გარეთ ისინი შეიძლება საერთოდ დაივიწყონ.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

ამ დღეს დაბადებულების შინაგანი სამყარო ჩაკეტილია და თუ ვინმეს მისი ხილვა სურს, უდიდესი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, არ უნდა იყოს მომთხოვნი და რაღაცით ამ დღეს დაბადებულს უნდა ჰგავდეს. 7 მარტს დაბადებულები უძლებენ გარედან წნეხს, ცდილობენ მას მოერიდონ როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. როდესაც აკრიტიკებენ, იშვიათად იცავენ თავს, თუმცა კრიტიკოსს ბოლომდე მოუსმენენ, შემდეგ კი თავიანთ შორეულ სამყაროში ჩაეფლობიან, სადაც უსაფრთხოდ და თბილად გრძნობენ თავს. მათ შეუძლიათ ადამიანების შეფასება და გარკვევა, ვის შეიძლება ენდონ და ვის - არა. მართალია, გულდახურული არიან, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის დათმობაც შეუძლიათ და რაღაცის მსხვერპლად შეწირვაც.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის>>

ამ დღეს დაბადებულები ხელგაშლილი არიან მათ მიმართ, ვისაც კეთილ ადამიანებად მიიჩნევენ. დაჩაგრულებისა და განაწყენებულების მიმართ მზრუნველობას იჩენენ. არ ჩქარობენ ადამიანებთან კავშირების გაბმას, მათთვის ერთი-ორი მეგობარი სრულებით საკმარისია. ყველაზე გავრცელებული პრობლემები მათთვის არის არამდგრადი ენერგია, სოციალურად მნიშვნელოვანი მოვლენები ცხოვრებაში, შიშები და არასტაბილურობა, ასევე გაურკვევლობა საზოგადოებაში დაკავებულ ადგილთან მიმართებით.

შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები

თუ 7 მარტს დაბადებულები თავიანთ ენერგიას ერთ ნაკადად მიმართავენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ. მათ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ახლობლების მიმართ, მოუსმინონ მათ, გაიგონ მათი გრძნობები, იდეები, აზრები, ასევე სხვა გარშემომყოფი ადამიანების. ასევე, ამ დღეს დაბადებულები სიყვარულსა და მეგობრობას ერთ საფეხურზე აყენებენ, რაც ადასტურებს, რომ მათ ორივე ერთნაირად სჭირდებათ.

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებმა ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ზემგრძნობიარობის გამო ისინი მიდრეკილი არიან ინფექციებისა და ალერგიისადმი, რაც გულ-სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის დაავადებებამდე მიდის. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა; ზედმეტი რაოდენობით არ უნდა მიიღონ რძის პროდუქტები, ხოლო ბურღულეული და ნედლი ბოსტნეული მათ რაციონში პირველ ადგილზე უნდა იყოს. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგან თავი უნდა შეიკავონ, ზომიერება უნდა დაიცვან. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის ჯანსაღი ძილი.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული>>

რჩევა:

გააძლიერეთ საკუთარი პოზიცია. აზრებს გასაგები ფორმა მიეცით და გაუზიარეთ ის სხვებს. თვითკრიტიკა კარგია, მაგრამ - ზომიერად. გახსენით შინაგანი სამყარო და ადამიანები უკეთ გაგიცნობენ.

ყველა ახალი ამბავი
0