6 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnikგაზაფხული თბილისში
გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 6 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 მარტი

1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.

© FB/ Zodiac Signsთევზები
6 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.

როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

6 მარტს დაბადებულები

6 მარტს ამბიციური, მტკიცე ხასიათის, პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. ისინი შრომისმოყვარენი არიან. სხვებისგან განცალკევებულად დგომას ირჩევენ და სამწუხაროდ, ამ თვისების გამო მათ გვერდით შეიძლება არაგულწრფელი და მოღალატე ადამიანები აღმოჩნდნენ. მათ მეტად მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებთან, გამოიჩინონ სიბრძნე და მათთან ურთიერთობისას ყალბი ნოტები გამოყონ. წარმატებას, დიდებასა და სახელს იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ მუხლჩაუხრელად იშრომებენ და თავიან ნიჭს სათანადოდ გამოიყენებენ. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ექნებათ, მათი შრომით იქნება მიღწეული.

ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში>>

6 მარტს დაბადებულები ცხოვრებაში სილამაზეს ეძებენ. გარეგნულად თვითონაც მომხიბლავი არიან. ასევე დახვეწილი ნივთებით არიან გარშემორტყმული. არიან პოზიტიური ენერგიის მატარებელნი და სხვებსაც ამ ენერგიით მუხტავენ. მათ ბევრი უნდა იშრომონ საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის, რომ ბევრს მიაღწიონ ცხოვრებაში. ამ დღეს დაბადებულებს მშვიდად შეუძლიათ გატკეპნილი გზით სიარული, თუ დაბრკოლებები არ შეხვდათ.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

6 მარტს დაბადებულებს ადამიანებსა და მოვლენებში ფარული სილამაზის დანახვა შეუძლიათ. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ რომანტიკისკენ არიან მიდრეკილი, ცდილობენ წარმოდგენების მოწესრიგებული სისტემა შექმნან და როგორც წესი, ყველაფრის იდეალიზაციისკენ იხრებიან, მათ შორის სიკეთისა და ბოროტების ცნებებში. სინამდვილე ამ იდეალიზებულ შეხედულებებში გალამაზებული მოჩანს. ისინი იმას ხედავენ, რისი დანახვაც სურთ.

ესთეტიკის დევნაში 6 მარტს დაბადებულები მზად არიან, მას საკუთარი სიცოცხლეც შესწირონ. ხანდახან ნარცისიზმი იპყრობს, გარშემომყოფებისთვის ხშირად თაყვანისცემის საგანი ხდებიან. ეს მათ განგაშის შეგრძნებას ხსნის და ამშვიდებს, აკმაყოფილებს მათ შინაგან მოთხოვნებს. მათთვის შეგრძნებები - გემო, ფერი, სუნი, ბგერა - ერთიანობაში იკვრება და ეს ავსებს მათ სულს.

ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულებისთვის არის საშიშროება იმისა, რომ ზედმეტად გაიტაცოს საკუთარმა სურვილებმა და მომხიბლაობამ და მათი მონა გახდნენ. ირჩევენ აღტაცებისა იდეალიზაციის ობიექტს და მას ერწყმიან. სამწუხაროდ, ასეთი აღფრთოვანების პერიოდების გასვლის შემდეგ რჩება იმედგაცრუება, აპათია, დეპრესია. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ცხოვრებაში მოვლენების გაკონტროლება და სამყაროში თავისი როლის შესრულება, რაც საკუთარი თავისა და გარე ვითარებების ობიექტურ შეფასებაში მდგომარეობს.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

6 მარტს დაბადებულებისთვის დასვენებისა და დამშვიდების საუკეთესო საშუალება იქნება სეირნობა ბუნებაში იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აღმერთებენ სილამაზესა და მშვენიერებას. ჰობის სახით მებაღეობა წაადგებათ, რომელიც ასევე ფიზიკურ დატვირთვას მოიცავს. თავიანთი გარეგნობის გასალამაზებლად მათთვის საუკეთესო საშუალებაა განწყობის ამაღლება და ჯანმრთელობის შეგრძნება. კვების რაციონს რაც შეეხება, უმჯობესია, შეზღუდონ ან საერთოდ აკრძალონ ცხიმიანი საკვები და მიიღონ მეტი ხილი და ბოსტნეული.

რჩევა:

სილამაზე ფასეული რამაა, მაგრამ ის პირველხარისხოვანი არ უნდა იყოს, მან ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოთ. პირად ცხოვრებაში კი დაიმახსოვრეთ, რომ ხანდახან განშორება აუცილებელია.

ყველა ახალი ამბავი
0