წალენჯიხის ორ სოფელში ხანძარი გაჩნდა

© AP Photo / Mick Tsikas / AAP Imagesხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

 

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურისა და სოფელ მიქავას მიმდებარე ტერიტორიაზე  ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ხანძარი სოფელ ნაწულუკუში - Sputnik საქართველო
ზუგდიდის რაიონში ხანძარი იყო

გავრცელებული ინფორმაციით, მადანის მთაზე სოფელ სკურასთან ცეცხლი ხმელ ბალახსა და ფიჩხებს უკიდია.  სოფელ მიქავასთან კი ხანძარი ეკალბარდებს რამდენიმე ჰექტარზე მოედო.

"მადანის მთაზე მიუვალი ადგილია ტექნიკისთვის და მეხანძრეები ფეხით ადიან, მიქავაში კი, საკმაოდ ძლიერი ხანძარია და ადგილზე რამდენიმე  სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს," - აღნიშნა წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.

ფარცვანიას თქმით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არის.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0