წალენჯიხის მოსახლეობა სასტუმრო „ენგურის“ შენობაში საკარანტინო სივრცის გახსნას აპროტესტებს

© photo: Sputnik / Nika Latariaსასტუმრო ენგური წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში
სასტუმრო ენგური წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფოცხოეწერის დასახლების მცხოვრებლებმა სასტუმრო „ენგურის“ საკარანტინო სივრცედ გადაკეთების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონების განთავსებისთვის რამდენიმე ლოკაცია განიხილება. 

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია - Sputnik საქართველო
კარანტინი გაცდენად არ ჩაითვლება და იქ მყოფი ადამიანების ხელფასებზე არ აისახება

ადგილობრივები საკარანტინო სივრცის სასტუმროს შენობაში განთავსების შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

„სასტუმროში არ არის სათანადო პირობები, იქ, სადაც ფეკალური მასები გაედინება ეზოში, არ არის კარანტინის ადგილი. ჩვენ ახლა შევხვდებით სასტუმროს მეპატრონეს, გავარკვევთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ გავმართავთ საპროტესტო აქციას“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ირაკლი აკობიამ.

ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეები მოწყობილია აბასთუმანში, გონიოში, თბილისის კლინიკა „ვივამედში“, საჩხერეში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში, გორის ჰოსპიტალში. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პაციენტი რჩება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის. 

საპატიმრო - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საპატიმროებში განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა

საქართველოში, 6 მარტის მდგომარეობით, დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევა.

აქედან შვიდი იტალიაში იმყოფებოდა, ხოლო ორი – ირანში. 

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში დაავადება 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 100 052 კაცს შეადგენს. აქედან 80 556 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 593 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 — იტალიაზე, 4 747 — ირანზე, ხოლო დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 398 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 671 პაციენტი.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0