კარანტინი გაცდენად არ ჩაითვლება და იქ მყოფი ადამიანების ხელფასებზე არ აისახება

© Sputnik / STRINGERინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც კარანტინში იმყოფება, ბიულეტენთან გათანაბრებულ ცნობას მიიღებს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სამსახურში განაცდური დღეები სრულად აუნაზღაურდება და, შესაბამისად, ხელფასს სრულად მიიღებენ, განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად კარანტინში 97, თვითიზოლაციაში კი 92 ადამიანი იმყოფება. ასევე არის სამი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ – ორი მამაკაცი და ერთი ქალი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ადამიას სიტყვებით, ამ მოქალაქეებზე სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზეც დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ გაცდენილი დღეები.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებიდან ბევრი დასაქმებულია და ამ პერიოდში მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტის გაცემას", – განაცხადა ადამიამ.

ცნობის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად. მსურველებმა სამთავრობო საიტზე Info@moh.gov.ge უნდა გაგზავნონ განცხადება, რის შემდეგაც უწყების თანამშრომლები ინფორმაციის სანდოობას გადაამოწმებენ.

Выставочный центр ExpoGeorgia - Sputnik საქართველო
თბილისში კორონავირუსის საფრთხის გამო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გადაიდო

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადიან.

ყველა ახალი ამბავი
0