თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პარასკევს მოთავსებულ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია - Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემები საქართველოში კორონავირუსის შესახებ: კარანტინში 150-მდე ადამიანი რჩება

ეზუგბაიას განცხადებით, აღნიშნულ პაციენტებს, რომლებიც ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი, კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაუტარდათ და არც ერთ შემთხვევაში ინფექცია არ დადასტურდა.

„16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კორონავირუსზე. ყველა შემთხვევაში მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, 16-ვე გადაყვანილი იქნა საკარანტინო სივრცეში", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

4 მარტის მონაცემებით, კლინიკაში 24 პაციენტი იმყოფება, მათგან 11 პაციენტს ანალიზს დღეს აუღებენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა გამოვლენილი – ვირუსი დაუდგინდა ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია მუშაობის დისტანციურ მოდელზე გადავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0