ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

© Sputnik / STRINGERსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეები საქართველოში სპეციალური ტრანსპორტით ჩამოიყვანეს. ისინი ახლა საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო ირანის ტერიტორიაზე რჩებოდნენ, საქართველოში ჩამოიყვანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განაცხადებით, მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
თბილისში შეიძლება კორონავირუსთან ბრძოლის რეგიონული მინისტერიალი ჩატარდეს

„მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაყვანილ იქნენ საკარანტინო დაწესებულებაში", – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ირან–აზერბაიჯანის საზღვარზე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული პროტოკოლის დაცვით და შესაბამისი ტრანსპორტით ჩამოიყვანეს და საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

5 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი საქართველოში უკვე ოთხ ადამიანს დაუდგინდა: ორი ირანში იმყოფებოდა და ორიც - იტალიაში, მეოთხე შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

როგორია ქართველი სტუდენტის მდგომარეობა, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდასტურდა>>

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში: პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

თბილისში კორონავირუსთან ბრძოლის რეგიონული მინისტერიალი შეიძლება ჩატარდეს>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0