აკრძალული საღებავი „სუდანი“ საკვებ პროდუქტებში ისევ აღმოჩნდა

© courtesy of Mothers' Kitchenაჯიკა
აჯიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი ამჯერად აღმოჩენილია სამი დასახელების პროდუქტში: „ხათოს აფხაზური აჯიკა", აჯიკა Waime! (ვაიმე) და ტომატის ცხარე საწებელი „სუპრემო".

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. არასაკვები საღებავი „სუდან 1" საკვები პროდუქტების სამ სახეობაში აღმოჩნდა, ნათქვამია  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებ-გვერდზე.

სურსათის კვლევა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა მეორედ ჩაატარა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად,  საკვები პროდუქტების ნიმუშები არასამთავრობო ორგანიზაციამ გერმანიაში გაგზავნა.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 36 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გავგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად. 3 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა“, – ნათქვამია ცენტრის ვებ-გვერდზე.
უხარისხო ხორცის ამოღება ბაზარში - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის მაღაზიები დაკეტეს

ცენტრის ცნობით, შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატ-პასტა, კეტჩუპი. შედეგად – ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი აღმოჩენილია სამი დასახელების პროდუქტში: „ხათოს აფხაზური აჯიკა", აჯიკა Waime! (ვაიმე), ტომატის ცხარე საწებელი „სუპრემო".

ანალოგიური კვლევა არსამთავრობო ორგანიზაციამ 2019 წლის ზაფხულშიც ჩაატარა და მაშინ არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა. ესენი იყო: „კულას” წითელი ტყემალი, მარნეულის სასურსათო ქარხნის ტრადიციული წითელი ტყემალი, „ფუდსერვისის“ ტომატის საწებელი Supremo, შპს „ეს“-ის აჯიკა; შპს Soledo-ს ჩილის სოუსი და მშრალი აჯიკა „თეთნულდი”.

მაშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო.

თაფლი - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: ქართული თაფლის ნიმუშებში უცხო მინარევები აღმოჩნდა

წითელი წიწაკის მიმწოდებლებისგან სურსათის სააგენტომ ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა.

სურსათის დაბინძურებული პარტიები ბაზრიდან გამოითხოვეს. გარდა ამისა, გამკაცრდა წითელი წიწაკის იმპორტიც. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად.

სურსათში „სუდანის“ საღებავების გამოყენება აკრძალულია, რადგან მისი სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად.

ყველა ახალი ამბავი
0