რას ვჭამთ: დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის მაღაზიები დაკეტეს

© courtesy of National Food Agencyუხარისხო ხორცის ამოღება ბაზარში
უხარისხო ხორცის ამოღება ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახურულ ობიექტებზე არ იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის წესები

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“ ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 11 დააჯარიმეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ფენოვანი ხაჭაპური ერთ-ერთ საცხობში - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: თბილისში 23 საცხობი ყველის ხარისხზე შეამოწმეს

11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიეცათ რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემდეგ საწარმო პროცესის განახლების უფლებას მიიღებენ.

„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება, როგორიც ხორცია. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია. უნდა აღინიშნოს რომ აქტიური კონტროლის და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0