Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ერთი მეორეზე უფრო გადამდებია: მეცნიერებმა კორონავირუსში ორი ქვეტიპი აღმოაჩინეს

© photo: AFP 2020 / STRკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის კორონავირუსის ნიმუშების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ ბოლო პერიოდში მასში 149 მუტაცია გაჩნდა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. კორონავირუსი ორ ქვეტიპად განვითარდა, რომელთაგან ერთი მეორეზე უფრო გადამდებია და უფრო ხშირად გვხვდება, იუწყება China Daily ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაზე დაყრდნობით. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
უფრო მოკლე დროში: იაპონურმა კომპანიამ COVID-19-ის ვაქცინა შეიმუშავა

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა ახალი ტიპის კორონავირუსის 103 ნიმუში შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ბოლო პერიოდში მასში 149 მუტაცია გაჩნდა. გარდა ამისა, ვირუსი ორ ქვეტიპად — S და L ტიპებად განვითარდა. აღნიშნული ქვეტიპები მეცნიერებმა 101 ნიმუშში აღმოაჩინეს, რომელთაგან 30% S-ტიპს, ხოლო 70% L-ტიპს განეკუთვნებოდა.

ეპიდემიაში დამნაშავე: რელიგიურმა სექტამ COVID-19-თან ბრძოლისთვის 10 მლნ დოლარი გაიღო>>

სპეციალისტების თქმით, L-ტიპი უფრო გადამდებია, ვიდრე S-ტიპი. აღინიშნება, რომ S-ტიპის კორონავირუსი უფრო მეტად ღამურებში აღმოჩენილ ვირუსს შეესაბამება და ის კორონავირუსის უფრო „ძველი“ ვერსიაა.

რაც შეეხება უფრო მეტად საშიშ L-ტიპს, ის ჩინეთის უჰანში კორონავირუსის აფეთქების ადრეულ ეტაპზე გავრცელდა, მაგრამ იანვრის პირველი კვირის შემდეგ უკვე ბევრად იშვიათად ფიქსირდება.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0