Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დილიდან გავიდა სახლიდან ანასტასია მარტო...“ – ზურა ხაჩიძე შვილზე წერს

© courtesy of Assa Hallხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ცნობილი თუ არაცნობილი დედები შვილებისგან ლამაზ და გულწრფელ მილოცვებს იღებენ. მათ რიგებშია ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი ანასტასიაც. ანასტასიას სიურპრიზზე ზურამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„დილიდან გავიდა სახლიდან ანასტასია მარტო. ვეძებეთ და უცბათ ზარი კარებზე. დედას მიულოცა დედის დღე. ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს! თქვენზე დგას საქართველო და ამაყი ვარ, რომ ესეთი მაგარი დედები გვყავს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს თქვენი თავი“, – წერს ზურა ხაჩიძე.

ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
„იმ დროს წახვედი, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი დგებოდა ჩემს ცხოვრებაში“ – ნინი ქარსელაძე

ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა.

ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
ნინი ქარსელაძემ საჩუქრად ბეჭედი მიიღო - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის ზურა ხაჩიძისა და მომღერალ ნინი ქარსელაძის დედის ხათუნა ჟორდანიას ქორწინებამ წლების წინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფიქრობდნენ, რომ მათი ოჯახი მალე დაინგრეოდა, რადგან ხათუნა ჟორდანია მეუღლეზე დაახლოებით 10 წლით უფროსია. მათ ქორწინებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ხშირად აშორებდნენ ერთმანეთს, მაგრამ წლების გავლის შემდეგ წყვილმა დაამტკიცა, რომ მათი სიყვარული ანგარებაზე არ იყო დაფუძნებული.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0