Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ქარსელაძემ საჩუქრად ბეჭედი მიიღო - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე თვის წინ მომღერალ ნინი ქარსელაძეს ავტომანქანის საბარგული ვარდებით აუვსეს. მისი მეგობრები „ფიროსმანს“ ეძებენ. როგორც ჩანს, ის ჯერ არ უპოვიათ

მომღერალ ნინი ქარსელაძეს საჩუქრებით ხშირად ანებივრებენ. ცოტა ხნის წინ მან სოცილურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომღერალმა საჩუქრად უამრავი ვარდი მიიღო. ფოტოებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა კი მომღერალმა საჩუქრად ბეჭედიც მიიღო. ყველას ახსოვს რამდენიმე თვის წინანდელი ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ქარსელაძეს უცნობმა თაყვანისმცემელმა ავტომანქანის საბარგული ვარდებით აუვსო.

View this post on Instagram

Some days I wish I could go back in life, not to change things, just to feel a few things twice🖇

A post shared by Nini Karseladze (@ninikarseladze) on

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

თბილისში რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი, რომ ნინი თხოვდებოდა, თუმცა ეს ჭორი არასდროს დადასტურდა. ნინი არ საუბრობდა არასდროს პირად თემებზე, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ერთადერთხელ უყვარდა სერიოზულად და ბიჭის ოჯახმა ის მამის წარსულის გამო დაიწუნა. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

View this post on Instagram

D•A Wedding👰🏼🤵🏻

A post shared by Nini Karseladze (@ninikarseladze) on

ნინი ამ თემაზე გულდაწყვეტილი ამბობს, რომ მამამისმა თუ ვინმეს რამე დაუშავა, პირველ რიგში – საკუთარ თავს. შეყვარებულთან დაშორებას ნინი დეპრესიაში არ ჩაუგდია. არაჩვეულებრივად გამოიყურება და ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ფოტოებითაც ხშირად დასტურდება.

ყველა ახალი ამბავი
0