ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიტულა
ტულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულობით ტულის რეგიონს უამრავი ადამიანი სტუმრობს მუზეუმ-სასახლეების — „იასნაია პოლიანას“, „პოლენოვოს“, „ტურგენევოს“ დასათვალიერებლად. თუმცა ცივ სეზონზეც კი არის რეგიონის ცენტრში რაღაც საინტერესო სანახავი და გასასინჯი.

ტულა მოსკოვიდან მხოლოდ 180 კილომეტრით არის დაშორებული, მატარებლით მგზავრობას 2 საათზე ოდნავ მეტი დრო სჭირდება. როგორ შევაღწიოთ სამოვარში, სად ვნახოთ ოქროსნალებიანი რწყილი, სამგრამიანი რევოლვერი და ჩექმა-აკორდეონი — იხილეთ „რია ნოვოსტის“ ფოტომასალაში.

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიტულის კრემლი
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
ტულის კრემლი

ტულის კრემლი ქალაქის უძველესი ნაგებობაა — XVI საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. მის ტერიტორიაზე ორი ტაძარია: ნათლისღებისა, სადაც ახლა იარაღის მუზეუმის ფილიალია, და მიძინებისა, რომელიც ეკლესიას დაუბრუნდა. მართალია, ამჟამად ის რესტავრაციის გამო დახურულია, მაგრამ არა მთლიანად. ტურისტებს შეუძლიათ სამრეკლოების ქვედა ნაწილის მონახულება და პალეხელ ხატმწერთა ფრესკების დათვალიერება.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaყაზანის სანაპირო
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
ყაზანის სანაპირო

კრემლის გვერდით ყაზანის სანაპიროა — ველობილიკებით, ყავისა და პელმენის ჯიხურებით, აგრეთვე არტ-ობიექტებით. აქ არის, მაგალითად, ლითონის ხე-პეპლები, ფოლადის ცხენი, რომელიც ერთმანეთთან შედუღებული 14 ათასი რუსული და ლათინური ანბანის ასოებისგანაა შექმნილი. შესანიშნავი ადგილია სელფისთვის!

© photo: Sputnik / Maria Selivanovaმოხატული სამოვარი ტულის ცენტრში
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
მოხატული სამოვარი ტულის ცენტრში

სურათების გადაღება შესაძლებელია აგრეთვე მოჩუქურთმებულ ხის სკამზე, მოხატული სამოვრის გვერდით.

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkinიარაღის სახელმწიფო მუზეუმი
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
იარაღის სახელმწიფო მუზეუმი

ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იარაღის სახელმწიფო მუზეუმია, რომელიც ყველაზე ძველია რუსეთში (დაარსდა 1873 წელს). მისი კოლექციის ნაწილი კრემლის ნათლისღების ტაძარში ინახება. მთავარი შენობა რვა წლის წინ ძველი ჩაფხუტ-მუზარადის ფორმით აშენდა. ტულელი ოსტატების მიერ შექმნილი სასროლი და ცივი იარაღი ხუთ სართულზეა განთავსებული. უძველესი ექსპონატები XIV საუკუნისაა. 

© photo: Sputnik / Maria Selivanovaიარაღის მუზეუმის ექსპონატები
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
იარაღის მუზეუმის ექსპონატები

ნივთების ნაწილი შეგიძლიათ ხელშიც დაიჭიროთ: ტყვიამფრქვევიდან მიზანში ამოიღოთ ან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შაშხანა დაიკავოთ.

კოლექციაში შედის ისეთი იშვიათი ექსპონატებიც, როგორიცაა „ბალერინა“ (ყველაზე მსუბუქი, 43 კილოგრამიანი საჰაერო ქვემეხი), უმცირესი ზომის 3-გრამიანი რევოლვერი „ბულდოგი“ ( 1 მეტრიდან ფურცლის გახვრეტა შეუძლია), ყველაზე სწრაფი ცეცხლსასროლი იარაღი (წუთში 12 ათას გასროლამდე აკეთებს), ყველასთვის ცნობილი კალაშნიკოვის ავტომატი და მაკაროვის პისტოლეტი.

ჰოლოგრაფიული ვიტრინები და საპროექციო მინი-თეატრები იარაღის გაცნობა-დათვალიერებაში ეხმარება სტუმრებს.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaტულის აფთიაქი-მუზეუმი
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
ტულის აფთიაქი-მუზეუმი

მუზეუმში „ტულის ძველი აფთიაქი“ ნახავთ, თუ რით მკურნალობდნენ ქალაქის მცხოვრებლებს XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში. სამკურნალო საშუალებებს აქ 1884 წლიდან 2011 წლამდე ჰყიდდნენ.

„შენობა აღადგინეს ისე, როგორიც ის იყო პირველი მფლობელების, ბელიავსკის ოჯახის დროს. საქმეს ფარმაცევტების სამი თაობა აწარმოებდა. ავეჯი, ვიტრინები, ჭაღები, შთამომავლებისთვის გადმოცემული დოკუმენტების მიხედვით, შეკვეთით გააკეთეს“, – ამბობს გიდი ლარისა მოსკალენკო. – „სავაჭრო დარბაზში განთავსებულ ბოთლებსა და ქილებს „მშობლიური“ ეტიკეტები აქვს“. 

© photo: Sputnik / Maria Selivanovaძველ აფთიაქში დაჭედილი რწყილი ინახება მიკროსკოპის ქვეშ
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
ძველ აფთიაქში დაჭედილი რწყილი ინახება მიკროსკოპის ქვეშ

მუზეუმის ყველაზე პოპულარული ექსპონატია ოქროსნალებიანი რწყილი, რომელიც ხარატ ნიკოლაი ალდუნინის მიერ არის დამზადებული. საიუველირო ნამუშევრების დათვალიერება მიკროსკოპითაა შესაძლებელი.

ეს ტრადიციების დაცვაა: წარსულში აფთიაქებში არა მარტო წამლის შესაძენად მიდიოდნენ, არამედ რაიმე უჩვეულოს სანახავადაც, მაგალითად, სპირტში შენახული ცხოველებისა.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaსამოვრების მუზეუმში
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
სამოვრების მუზეუმში

მუზეუმ „ტულის სამოვრების“ ორ დარბაზში, რომელიც პირდაპირ კრემლის კედლებთან არის განთავსებული, XVIII-XX საუკუნეების ნიმუშებია თავმოყრილი. თანაც, არა მარტო ლითონისგან, არამედ ფაიფურისა და არყის ხისგან დამზადებულიც. მათგან ყველაზე დიდი დეკორატიულია და სტუმრებს შიგნით შესვლაც შეუძლიათ.

კიდევ აქ ინახება ივან და ნაზარ ლისიცინების პირადი ნივთები (რომლებმაც ქალაქში სამოვრების პირველი ფაბრიკა ააშენეს) და სხვა ადგილობრივი ვაჭრების (სომოვის, მალიკოვის, ფომინის, ბატაშევის, შემარინის) კუთვნილი ნივთები.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaთაფლაკვერის ძეგლი ტულაში
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
თაფლაკვერის ძეგლი ტულაში

ტულის მთავარ, ლენინის მოედანზე ცნობილი თაფლაკვერის ბრინჯაოს ძეგლია აღმართული, რომელსაც ამშვენებს წარწერა „ბედნიერებაში“. ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო 1685 წლიდანაა ცნობილი.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaმასტერ-კლასი თაფლაკვერების მომზადებაში
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
მასტერ-კლასი თაფლაკვერების მომზადებაში

ტულის კლასიკური თაფლაკვერი მართკუთხაა, ზემოდან მოჭიქული, შიგთავსად ჯემი ან შესქელებული რძე აქვს.

სერიული წარმოება 1954 წელს დაიწყო. უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც თაფლაკვერებს მუზეუმი გაუხსნეს. ექსპონატებს შორის არის ნამცხვრებისთვის ფიგურული ფორმის მიმცემი სპეციალური დაფები, სხვადასხვა სახეობის შესაფუთები, მცხობელთა ჭურჭელი. 

© photo: Sputnik / Maria Selivanovaმუზეუმი „პაპა ფილიმონის აკორდეონები“
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
მუზეუმი „პაპა ფილიმონის აკორდეონები“

ტულა აკორდეონების სამშობლოცაა. სწორედ აქ დაამზადეს XIX საუკუნის დასაწყისში ძმებმა შკუნაევებმა სახლის სახელოსნოში ყველაზე პრიმიტიული ინსტრუმენტები. 

მათი ნახვა კრემლის მახლობლად, მენდელეევის ქუჩაზე მდებარე მუზეუმ „პაპა ფილიმონის აკორდეონებში“ შეგიძლიათ.   

© photo: Sputnik / Maria Selivanovaმუზეუმის ექსპონატი აკორდეონები
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
მუზეუმის ექსპონატი აკორდეონები

კოლექციაში შედის 150-ზე მეტი მუსიკალური ინსტრუმენტი: ტულის, სარატოვის, ორლოვსკის, ელეცკის, ვოლოგოდსკის, ნიჟეგოროდსკის გარმონები, აგრეთვე გერმანული ბანდონეონი და აკორდეონი. ზოგიერთზე დაკვრაც კი შეიძლება.   

© photo: Sputnik / Maria Selivanovaჩექმა-აკორდეონი
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
ჩექმა-აკორდეონი

„ჩვენ წარმოგიდგენთ ყველაზე გრძელ და ყველაზე პატარა აკორდეონებს, ხელისგულის ზომას, ყველაზე მჟღერსა და ყველაზე მოჩუქურთმებულს, ჩვენი სიამაყე კი ჩექმა-აკორდეონია“, – ამბობს გიდი, დარგომიჟსკის სახელობის ტულის ხელოვნების კოლეჯის პედაგოგი ნიკოლაი კუზმიშჩევი.

37 ზომის ჩექმას ახალი სიცოცხლე ოსტატმა სემიონ შტირხუნოვმა აჩუქა, ის მუსიკალურ ინსტრუმენტად და ხელოვნების ნიმუშად აქცია. მასზე რომ დაუკრათ, მარჯვენა ხელი სამუხლეში უნდა ჩადოთ, მარცხენათი კი ქუსლი დაიჭიროთ და ოდნავ გაწელოთ.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaტულა, მეფოლადეების ქუჩა
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
ტულა, მეფოლადეების ქუჩა

მეფოლადეების ქუჩა, რომელიც კრემლიდან ყაზანის სანაპიროს პარალელურად არის გაჭიმული, არც ისე დიდი ხნის წინ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა ქუჩად გადაიქცა. მას ტულის არბატს უწოდებენ. შენობების უმეტესი ნაწილი XIX საუკუნის ორსართულიანი ქვის სახლებია, რომლებშიც სუვენირებისა და საკონდიტრო მაღაზიები, კაფეებია განლაგებული.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaსაბჭოთა სათამაშოს მუზეუმი
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
საბჭოთა სათამაშოს მუზეუმი

აქვეა საბჭოთა სათამაშოების მუზეუმი. მიჰყევით ნიშანს და თაღის გავლით შიდა ეზოში შეხვალთ. უკვე ადგილზე ხართ. შესასვლელში საბავშვო მანქანა დაგხვდებათ.

© photo: Sputnik / Maria Selivanovaსათამაშოების მუზეუმის ექსპონატები
თუ ტულაში გამგზავრებას მოისურვებთ: თაფლაკვერების, სამოვრებისა და იარაღის ქალაქი - Sputnik საქართველო
სათამაშოების მუზეუმის ექსპონატები

ექსპოზიცია სამ ოთახს იკავებს. თაროებზე „ვანკა-ვსტანკას“ თოჯინები, ბზრიალა, რბილი სათამაშოები, პირამიდები, სამაგიდო თამაშები, ნიღბები, მოზაიკა, დიაფილმები, თოჯინებია განლაგებული.

ყველა ახალი ამბავი
0