უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი - კობა რუსთავსკი - ესპანეთში მომხდარ მკვლელობაზე ინტერპოლის მიერ იძებნება

თბილისი, 3 მარტი - Spurnik. კიევის პოლიციამ დააკავა ორი კრიმინალური ავტორიტეტი - კობა რუსტავსკი (კობა შერმაზანაშვილი) და კახა ტბილისკი (კახაბერ ორაგველიძე).

როგორც უკრაინის პოლიცია იუწყება, კობა რუსტავსკი კიევში კრიმინალურ სამყაროზე კონტროლის დასამყარებლად ჩავიდა. ესპანეთში ჩადენილი მკვლელობისთვის მას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა და 2016 წლიდან მას ინტერპოლი ეძებს.

სომხეთის იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო
„კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლაში სომხეთი საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს

შერმაზანაშვილი კიევის დარნიცკის რაიონში დააკავეს. დაწყებულია მისი ესპანეთში ექსტრადიციის პროცედურა.

ცნობილია, რომ ბოლო წლის განმავლობაში კობა რუსტავსკი კიევის ერთ-ერთ კერძო სახლში იმალებოდა. სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია იარაღი და ვაზნები, ასევე დოკუმენტების გასაყალბებლად საჭირო მასალა.

რაც შეეხება მეორე კრიმინალს, კახა ტბილისკის, ის სამართალდამცველებმა ჩერნოვიცკის ოლქში, რუმინეთის საზღვართან ახლოს დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს და დაკავებული მოქალაქეების არმქონე პირთა დროებითი მოთავსების პუნქტში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0