„კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლაში სომხეთი საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსომხეთის იუსტიციის სამინისტრო
სომხეთის იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრები ერევანში ქართულ-სომხური სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გამოცდილება კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის საქმეში სასარგებლო იქნება სომხეთისთვის, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა ქართველ კოლეგასთან თეა წულუკიანთან ერთობლივ ბრიფინგზე, იუწყება „Sputnik–სომხეთი“. 

ორი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს ქართულ-სომხური სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ.

„ჩვენ ბევრი გვაქვს სასწავლი საქართველოსგან, მათ დიდი გამოცდილება აქვთ. არის საქმეები, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაინტერესებს, რაც დაგვეხმარება, არ გავიმეოროთ შეცდომები მომავალში“, — განაცხადა ბადასიანმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი პრაქტიკა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა — სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში თავისუფალი ფრენების სისტემა ამოქმედდა

თეა წულუკიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში „კანონიერი ქურდების“ მიმართ კანონმდებლობა მკვეთრად გამკაცრდა.

„ეს ბრძოლა აუცილებელი იყო, მაგრამ მას მრავალი ნაკლი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ჩვენ, როგორც საქართველოს ახალი მთავრობა, ვადებულები ვიყავით აღმოგვეფხვრა ისინი“, — თქვა წულუკიანმა.

ქართველმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დანაშაულთან ბრძოლა ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლად ბევრად ეფექტური მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაშია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ამ საკითხებზე და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.

„ჩვენ აღარ გვყავს „კანონიერი ქურდები“, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებას, როგორც ეს 10-15 წლის წინ იყო. მაგრამ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მსგავსი ქსელების აღდგენის მცდელობას“, — განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა 29 აგვისტოს დაამტკიცა ცვლილებები სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა თანახმადაც, „კანონიერი ქურდის“ სტატუსი შესაძლოა საკმარისი იყოს პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად.

 

ყველა ახალი ამბავი
0