„რიყე–ნარიყალას“ საბაგირო მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი. საბაგირო გზა
თბილისი. საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 და 5 მარტს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. „რიყე–ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, 4 და 5 მარტს საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად 12:00 საათზე დაიწყებს.

საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
რამდენად ცვლის საბაგირო გზა თბილისის იერსახეს

კომპანიის ცნობით, განრიგის ცვლილების მიზეზი გეგმური სამუშაოებია. აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.

კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

„რიყე–ნარიყალას“ საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალის ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0