რამდენად ცვლის საბაგირო გზა თბილისის იერსახეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბაგირო გზა
საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აღადგენენ საბაგირო გზას, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს ბაგებთან აკავშირებს.

სახელმწიფო სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსმა“ აღდგენითი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. გეგმის მიხედვით, საბაგირო გზას მგზავრების მომსახურება 2017 წელს უნდა დაეწყო, თუმცა იგი ამ დრომდე არ ამოქმედებულა. ამ დროისთვის თბილისის მერიამ, რომლის კუთვნილებაშიც იყო საბაგირო, ობიექტი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ უნდა გადასცეს. გადაცემის პროცესი უახლოეს დროში უნდა დასრულდეს. 

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრში საბაგირო გზა ამუშავდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს
რამდენად ცვლის საბაგირო გზა თბილისის იერსახეს - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში საბაგირო გზა ამუშავდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს

ობიექტის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ორი თვე ექნება საბაგირო გზის ტესტირებისა და შემოწმებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი დასრულებულია, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გადაწყვეტილება მიიღო დამატებით შეამოწმოს და შეისწავლოს ობიექტი, რამდენადაც სარემონტო სამუშაოები სხვა კომპანიამ ჩაატარა“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.

მგზავრებს 25 კაცზე გათვლილი ორი გონდოლა მოემსახურება. საბაგირო გზის სიგრძე 340 მეტრს შეადგენს, ხოლო ერთი სადგურიდან მეორე სადგურამდე დრო 3 წუთია. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ამის შესახებ გადაყწვეტილება თბილისის მერიამ უნდა მიიღოს. 

© photo: courtesy of Boris Kaufmanსაბაგირო მთაწმინდაზე
რამდენად ცვლის საბაგირო გზა თბილისის იერსახეს - Sputnik საქართველო
საბაგირო მთაწმინდაზე

ამ დროისთვის თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე საბაგიროთი მგზავრობა 1 ლარი ღირს, რიყე–ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება კი 2,5 ლარია.

საბაგირო გზების მომავალი

თბილისში საბაგირო გზების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს – ამაში დედაქალაქის მერიაშიც დარწმუნებული არიან. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ თბილისის გარეუბნებში შეიძლება ზედიზედ ორი ახალი საბაგირო გზა გაჩნდეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ახალი საბაგირო გზების მშენებლობისთვის ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ შემოთავაზებული ყველაზე საინტერესო მარშრუტის შერჩევა დაავალა. 

საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგირო გზა გაიხსნას

საუბარი ეხება სამგორი–ვაზისუბნისა და ახმეტელი–ზღვის უბნის მარშრუტებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სწორედ ეს მიმართულებებია ყველაზე მიმზიდველი.

2018 წლის ბოლოს დაიწყო აგრეთვე იმ საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის მთასთან დააკავშირებს. სამსაფეხურიანი საბაგიროს ქვედა სადგური თავისუფლების მოედანთან მდებარე სასტუმრო Luxury Collection-ის ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც დაუკავშირდება ჯერ სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის პროექტს, ბოლოს კი – თაბორის ქედზე სასტუმროსა და გოლფ-კლუბს.

საბაგირო გზას საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა ექნება, რაც ნიშნავს, რომ მისით სარგებლობას შეძლებენ როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა. საბაგირო გზაზე დამონტაჟდება რვაადგილიანი 34 გონდოლა, რომლებიც საათში 1 ათასი ადამიანის გადაყვანას შეძლებენ. 

მაღლივი-ბაგების საბაგიროს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება>>>

აღნიშნული საბაგირო გზა პროექტ „პანორამა თბილისის“ ფარგლებში „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით შენდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. საბაგიროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

2018 წლის აპრილში კალაძემ მოსახლეობას რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენის პირობა მისცა. დღეისათვის მთაწმინდის პარკამდე მისვლა ფუნიკულიორით ან სამანქანო გზის მეშვეობითაა შესაძლებელი. 

© Sputnik / Levan Avlabreli1990 წელს საბაგიროზე მომხდარი ტრაგედიის კადრები
რამდენად ცვლის საბაგირო გზა თბილისის იერსახეს - Sputnik საქართველო
1990 წელს საბაგიროზე მომხდარი ტრაგედიის კადრები

ადრე მთაწმინდიდან მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“ საბაგირო გზა ფუნქციონირებდა, რომელიც 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ივნისამდე ფუნქციონირებდა. მან მუშაობა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შეწყვიტა, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უფრო ადრე ქალაქის ხელისუფლება ქვედა სადგურის ვარდების მოედანზე გადატანას გეგმავდა, თუმცა 2016 წლის დასაწყისში, არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, სადგურის ძველ ადგილზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.

საბაგირო გზის ექსპლუატაციის დაწყება 2017 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა მისი ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

ყველა ახალი ამბავი
0