ჭაჭა კორონავირუსის წინააღმდეგ: რჩევები ამირან გამყრელიძისგან

გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში სულ 150-მდე ადამიანი რჩება

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება, გამოიყენოთ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე საუბრისას.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ანტისეპტიკურ საშუალებებზე დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია,  პრობლემის აღმოფხვრამდე კი შესაძლებელია სხვა საშუალებების გამოყენება.

„დღეს ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში.  ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც - საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია,  საპნით დავიბანოთ ხელი, ან სპირტი გავაზავოთ წყალში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან და თავს კარგად გრძნობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში სულ 150-მდე ადამიანი რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0