თბილისი, 2 მარტი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
თოვლისა და ლიპყინულის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ჯერ კიდევ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა. ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა რუსეთის საზღვრის მიმართულებით 29 თებერვალს, საღამოს, ინტენსიური თოვის შედეგად ზვავის ჩამოწოლის საფრთხის გამო ჩაიკეტა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.