თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში 2-6 მარტს უპირატესად თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
„3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მთელ საქართველოში სუსტი ქარი დაუბერავს, დროდადრო კი 10-15 მეტრი წამში სიჩქარემდე გაძლიერდება.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მთაში და მაღალ მთაში ღამით იქნება 10-9 გრადუსი ყინვა, დღისით კი 3-8 გრადუსი სითბო. დასავლეთ საქართველოში ღამით 5 გრადუსამდე მოყინავს, ხოლო დღისით 18 გრადუსამდე დათბება.
ყაზბეგში უახლოეს დღეებში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება მოსალოდნელი, მაგრამ უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ღამით ტემპერატურა მინუს 6, ხოლო დღისით პლუს 9 გრადუსი იქნება.
მესტიაში უახლოეს დღეებში უნალექო თბილი ამინდია მოსალოდნელი - ღამით 5 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით - 16 გრადუსი სითბო.
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში სამშაბათს 3 მარტს>>
ბათუმში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა. ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 7-10 გრადუსი, ხოლო დღისით - პლუს 23 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უპირატესად უნალექო, თბილი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 5-6, ხოლო დღისით პლუს 19 გრადუსი იქნება.