თბილისი, 1 მარტს — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 3 მარტს მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 07:31 საათზე ამოვა და 18:54 საათზე ჩავა.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.