„მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონავირუსს კლავსო, მავნებელია...“ - მამა ანდრია

© photo: Eka Danelia / FBმამა ანდრია სარია
მამა ანდრია სარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქომ ზიარებასთან დაკავშირებით ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მღვდელმონაზონი ანდრია სარია კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საზოგადოების ეკლესიისა და ზიარებისადმი დამოკიდებულების გამო, საპატრიარქოს ურჩევს საკვირაო წირვა, კათოლიკური ეკლესიის მსგავსად, პირდაპირ ეთერში ჩაატაროს.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: „ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის...“

„კორონავირუსზე და კოვზზე ძალიან იდიოტურ განცხადებას აქვეყნებს ზოგიერთი „ნიჭიერი“ ახალგაზრდა. მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონავირუსს კლავსო, ის ნამდვილად მავნებელია, მაგრამ ის ადამიანიც მავნებელია, ვინც ზიარების საიდუმლოებას აკნინებს თავისი შეხედულებებით. ჩვენ არ ვამბობთ: დაინფიცირებულის ნერწყვი შესვი, შიდსიანის სისხლი დალიე, ტუჩები გადაუკოცნე და რწმენით გადარჩებიო. სიფრთხილეს ნამდვილად თავი არ სტკივა და წერია: არ განსცადო უფალი ღმერთი შენი, მაგრამ ასევე სწერია: მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ დიდსა ზედა დაგადგინო შენ! ქრისტიანისთვის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან თანაზიარება. ნამდვილად არის საშიშროება დაინფიცირების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ქუჩაში, არც ტაძრის ეზოა გამონაკლისი ამ მხრივ“, - წერს სასულიერო პირი.

მისი თქმით, საპატრიარქომ შეუძლია მიბაძოს კათოლიკურ ეკლესიას და ყოველკვირა პირდაპირ ეთერში ჩაატაროს წირვა.

ავტობუსის მგზავრები პირბადეებით - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება

საპატრიარქო ორი დღის წინ გამოეხმაურა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა.

„გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85,4 ათასს აჭარბებს, დაავადება 53 ქვეყანაში ფიქსირდება. ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვლილია 86 ადამიანი, აქედან 19 - გასულ დღე-ღამეში.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსი სამ ადამიანს გამოუვლინდა. სამივე პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ან ირანიდან დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0