კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2–8 მარტის პერიოდში

© Pixabay / iwicz09ყვავილნარი ნავში
ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზაფხულის პირველი კვირის ჰოროსკოპი, ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ ეს პერიოდი პოზიტიური ნოტით დაიწყოთ, სწორი გზა შეარჩიოთ და დადებითი განწყობა მოიპოვოთ

გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც ადამიანები უფრო გახსნილი, პოზიტიური და აქტიური ხდებიან. ამ კვირაში დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულის ტონუსის შენარჩუნებას, რადგან არის დიდი ალბათობა იმისა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწიოთ, თან დიდი ხნით. მაგრამ ამას უფრო პოზიტიური მხარეები ექნება, ვიდრე ნეგატიური.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დაგეგმოთ მარტის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ვერძი

ვერძები ის ადამიანები ხართ, რომლებიც მუდმივად კომფორტის ზონის გარეთ ცხოვრობთ, რადგან ეს მოგწონთ. ასე უფრო ცოცხალსა და ძლიერს აღიქვამთ თავს. ამჯერად, აქტიურობას სიყვარულსა და სამუშაოზე კიდევ ერთი თვისება უნდა დაუმატოთ – სიფრთხილე, განსაკუთრებით, ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობებში.

ასტროლოგები გირჩევენ, ყველა საქმე და პრობლემა მარტომ გადაწყვიტოთ და არ მიიღოთ არავის რჩევები და დახმარება. რაც უფრო ნაკლებად არიან სხვები თქვენს საქმეებში ჩახედული, მით უკეთესი. დიდი წარმატებები გელოდებათ სამუშაოზე, ბიზნესში, ნივთების ყიდვისას. მარტის დასაწყისი – ესაა განახლების დასაწყისი, ამიტომ კარგი იქნება, თუ ეწვევით სტილისტს, განაახლებთ გარდერობს, გადააადგილებთ ავეჯს სახლში.

კურო

კუროებისთვის ძალზე ხელსაყრელი დრო დგება ამურულ სფეროში. დიდი წარმატებები ელოდება მათ, ვისაც ჰყავს პარტნიორი. ამ კვირაში შესაძლებელია ურთიერთგაგების მიღწევა, ოჯახური გაუგებრობების სწრაფად გადაწყვეტა. ასევე ძალზე პოზიტიური დროა მეორე ნახევრის ძებნისთვის.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მარტის დასაწყისში სასურველია სახლის საფუძვლიანი დალაგება, რათა გაზაფხულს სწორად შეხვდეთ. არ არის საჭირო დალაგების ორშაბათსვე დაწყება – ამის გაკეთება უქმეებზე შეგიძლიათ. ასტროლოგები გირჩევენ, არ გადადოთ საქმეები, მაგრამ არც აჩქარება ივარგებს. თუ ყველაფერს ერთად შეეჭიდებით, კვირა ძალზე დაძაბული გამოვა.

აყვავებული ნუშის ხე - Sputnik საქართველო
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ტყუპი

ტყუპებისთვის წარმატებები შიგნიდან, ანუ თქვენი სწორი აზრებიდან და ფიქრებიდან უნდა დაიბადოს. ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური აზრები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განდევნოთ. საუბარია წყენაზე, ეჭვიანობაზე, შურზე, ბრაზზე. ასტროლოგების აზრით, ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთება მოგიწევთ. ეს უფრო სასიყვარულო ხასიათის არჩევანი იქნება, მაგრამ არ არის გამორიცხული სამუშაო სფეროც.

სასურველია, გარშემომყოფებს არ მისცეთ ფუჭი დაპირებები, არ შეუშინდეთ ინიციატიის გამოჩენას ურთიერთობებსა თუ სამუშაოზე. აქტიურობა დაგეხმარებათ მეორე ნახევრის პოვნაში, ავტორიტეტის ამაღლებაში სამსახურში. წარმატებასთან ერთად მოსლოდნელია ახალი კონფლიქტების წარმოქმნაც, მაგრამ მათზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს – ისინი თავისთავად მოგვარდება.

კირჩხიბი

კვირის ბოლოს არ დაივიწყოთ, რა არის ტაქტიანობა და თავშეკავება. ეს დაგეხმარებათ კონფლიქტების თავიდან არიდებაში ოჯახში და სამუშაო ადგილზე და ასევე დაგეხმარებათ, რომ გეგმები ასი პროცენტით შეასრულოთ. თუ ახლობლები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ უთხრათ. სხვა მხრივ, ამის საპასუხოდ სხვის პრობლემებში ღრმად „შეტოპვა“ ჯერჯერობით არ ღირს. სჯობს, ახლობლებმა თავად გადაწყვიტონ, სჭირდებათ მათ თქვენი დახმარება თუ არა.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სამუშაოზე კონფლიქტების ჩაცხრობაში სიკეთე და გულგახსნილობა დაგეხმარებათ. არის იმის ალბათობა, რომ მტრებმაც და არაკეთილმოსურნეებმაც შეიცვალონ თავიანთი დამოკიდებულება თქვენდამი. ამასობაში, არ დაგავიწყდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ვის გაუმართლებს სიყვარულში 2020 წლის მარტში

ლომი

ამ კვირაში ლომებს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და ყველა ცვლილებაზე სწორად რეაგირება მოგიწევთ, რაშიც, მათ შორის, საკუთარ ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ზურგი არ შეაქციოთ ახლობლებს, როდესაც მათ დახმარება დასჭირდებათ, ასევე, არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა, როცა ეს თქვენ დაგჭირდებათ. საღამოების გატარება სახლში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში სჯობს.

კვირის ბოლოს თუ მოგეჩვენათ, რომ არასწორი გზით მიდიხართ, იცოდეთ, რომ ეს ასე არაა. ეცადეთ, განიმსჭვალოთ ოპტიმიზმით და გახსოვდეთ, რომ ბედნიერება თქვენში იბადება – ნუ დაელოდებით მის მოსვლას გარედან. იმოქმედეთ – ვარსვლავები და პლანეტები მარტის დასაწყისში სიზარმაცეს არ პატიობენ, განსაკუთრებით ეს 4–დან 7 მარტის ჩათვლით პერიოდს ეხება.

ქალწული

პლანეტები და ვარსკვლავები საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ ადამიანებთან ურთიერთოებს, ახალ ნაცნობებს. ეს თქვენს ენერგეტიკას აამაღლებს და წინსვლისთვის ძალებს შეგმატებთ. კვირის დასაწყისი შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, რათა განწყობა და თავდაჯერებულობა სათანადო დონეზე გქონდეთ. განაახლეთ გარდერობი, იყიდეთ რამე სახლისთვის – მყუდრო გარემოს შექმნისთვის.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

გაზაფხულის პირველ კვირას კარგი იქნება, თუ არ დაიწყებთ ძველი ნივთების შეკეთებას, არამედ მაშინვე გადაყრით მათ. ეს განსაკუთრებით გაფუჭებულ საათს ეხება. რაც მეტი ძველმანისგან გათავისუფლდებით, მით უფრო „დაიწმინდება“ თქვენი გონება. სხვათა შორის, ამ ძველ ნივთებს თქვენი შეუძლოდ ყოფნის, გაღიზიანების გამოწვევაც შეუძლია. იაზროვნეთ პოზიტიურად. ეს დაგეხმარებათ წარმატებისა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან

სასწორი

სასწორებისთვის ის პერიოდი დგება, როდესაც შეიძლება არსებითი წარმატებების მიღწევა ფინანსებისა და სამუშაოს სფეროში. ამაში დაგეხმარებათ შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და გამოცდილება. ასევე, გამძაფრდება თქვენი ინტუიცია, რომლის კარნახსაც, სჯობს, ყური დაუგდოთ. ასევე დაგეხმარებათ ახლობლების რჩევები.

მცირეოდენი რისკი, შესაძლოა რაღაც ახლისა და გრანდიოზულის საწყისი გახდეს. იმის ნაცვლად, რომ რაღაც ჩვეულებრივი და სტანდარტული აკეთოთ, ყურადღება გაამახვილეთ იმ ამოცანებზე, რომლებსაც მაქსიმალური პოზიტიური ეფექტის მოტანა შეუძლია. იყავით მეტად ინიციატივიანი სამუშაოზეცა და სიყვარულშიც. ეს მეტი წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

მორიელი

შუა კვირაში კარგი იქნება, თუ თავს აარიდებთ უსიამოვნო და ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობებს. მათ შეუძლიათ, თქვენში ეჭვები გაამძაფრონ საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. საქმეები რომ ვადაში, დროულად შეასრულოთ, ამტანობა და თავის გაკონტროლების უნარი დაგჭირდებათ, ასევე პოზიტიური ემოციები და შრომისმოყვარეობა. თუ სამუშაო დღეები არცთუ ხელსაყრელი იქნება, უქმეებზე ვარსკვლავები ენერგეტიკას აიმაღლებენ, რაც თქვენს განწყობასა და იღბალზე დადებითად იმოქმედებს.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში>>

კვირის დასაწყისში გაწმინდეთ გონება ნეგატივისგან. წაგადგებათ საოჯახო საქმეები, სახლის დალაგება, გატაცებები. ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს და არ დაიწყოთ რთული საქმეები – ასეთია ასტროლოგების რჩევები. სჯობს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ლაქლაქი - Sputnik საქართველო
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები

მშვილდოსანი

მშვილდოსნების მიმართ პლანეტები და ვარსკვლავები არაერთმნიშვნელოვნად იქნებიან განწყობილი. განწყობა, შესაძლოა, ყოველდღე შეგეცვალოთ, ამასთან ერთად, იღბალი ხან გეწვევათ და ხან მიგატოვებთ. ვითარების რამდენადმე სტაბილურობისათვის საჭიროა სახლისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგება.

კვირის ბოლო იდეალური დროა რომანტიკული შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. ვარსკვლავები და პლანეტები ჰარმონიულ მდგომარეობაში იქნებიან, რაც თქვენში შთაგონების ზრდის მიზეზი გახდება. ეს იქნება შესანიშნავი დრო ოჯახური ზეიმების მოწყობისთვის, სტუმრების მიღებისთვის. რაც შეეხება სამუშაოს, სჯობს, არ გაედევნოთ მოგებას, არამედ პროცესით დატკბეთ, სწორად შეაფასოთ ვითარება და ყველაფრის გაკონტროლებას ეცადოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის ამ კვირაში მთავარი სფეროები ფული და სამუშაო იქნება. აფირმაციები (პოზიტიური დებულებები) წარმატებაზე თავის საქმეს გააკეთებს, გაზრდის საკუთარი თავის რწმენა. იდეალური დროა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად, რემონტის დაწყებისა და მოგზაურობისთვის. იღბლიანი შენაძენების გარდა, ვარსკვლავები კარგ შემოსავალსაც გპირდებიან. აჯობებს, თუ მთელ ყურადღებას სამუშაოსა და ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე გადაიტანთ.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული>>

ყველაზე მეტად იმ თხის რქებს გაუმართლებს, რომლებსაც საქმეების სამომავლოდ გადადება არ უყვართ. ეს ამურულ სფეროშიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. თუ ადამიანის პაემანზე მიწვევა გინდათ, იმოქმედეთ, სანამ ვარსკვლავები თქვენს დასახმარებლად მზად არიან. ახლა თქვენთვის უმთავრესი თვისებებია ცივი გონება და საკუთარი თავის რწმენა.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული

მერწყული

მერწყულებს, შესაძლოა, ხელმძღვანელების, კოლეგებისა თუ ბიზნეს–პარტნიორების თვალში რეპუტაცია შეელახოთ. ეს რომ არ მოხდეს, თითოეული თქვენი ნაბიჯი დეტალურად უნდა გათვალოთ. არ ღირს გარისკვა და ყველაფრის თქმა, რაც ენაზე მოგადგებათ. ადამიანებს უნდა უთხრათ ის, რისი მოსმენაც მათ სურთ. ახლა კონფლიქტები არავის სჭირდება, რადგან მარტის დასაწყისში ყველა სურვილია, თავი მსუბუქად და თავისუფლად იგრძნოს.

ძალზე მნიშვნელოვანია სახლის მოწესრიგება. არეულობასა და ათასი უსარგებლო ნივთების გარემოცვაში ცხოვრებას თქვენი აზრების გაფანტვა და არევა შეუძლია. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, ინტუიციას მოუსმინოთ.

თევზები

თევზების მეხსიერება მარტი დასაწყისში გაუმჯობესდება. ეს ნიშნავს, რომ საქმეებში, სწავლასა და ინტელექტუალურ სამუშაოში იღბალი თქვენი თანმდევი იქნება. ფულში, როგორც ცნობილია, თევზებს მაინცდამაინც არ გიმართლებთ, მაგრამ ამ კვირაში ბევრი რამ, დიდი ალბათობით, უკეთესობისკენ შეიცვლება. შეძლებთ ფულის გამომუშავებასაც და მის სწორად დახარჯვასაც. შეგიძლიათ, აიღოთ შვებულება, დახარჯოთ თანხა რემონტში, გარდერობის განახლებაში.

ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

ფულის დახარჯვა შეგიძლიათ ასევე საჩუქრებში ახლობლებისთვის, გართობაზე, საყვარელ საქმეზე. რაც შეეხება სიყვარულს, ამ სფეროშიც დიდი წარმატებები გელოდებათ. ვარსკვლავები გაზრდიან თქვენს მომხიბვლელობასა და ქარიზმას, რის გამოც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცევით.

ყველა ახალი ამბავი
0