ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება კარანტიში. ამ დროისათვის კვლავ დეფიციტურია სამედიცინო ნიღბები და რესპირატორები. ხალხმა თავდაცვის საშუალებები, ანსტისეპტიკები და სიცხის დამწევები დიდი რაოდენობით შეიძინა.
საქართველოში ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის გადატანა გადაწყვიტა. საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 რიცხვში დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უწყებათშორისი საკოორცინაციო საბჭო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაღალი რისკის ზონებად“ დაასახელა.
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში განთავსდეს სპეციალური კარვები, სადაც საავადმყოფოში გადაყვანამდე განთავსდებიან მაღალი რისკის ზონიდან ჩამოსული მგზავრები.