ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რიაზანის სადარაჯოზე, ანუ გასეირნება ძველ ქალაქში

© photo: Sputnik / Anna Stefanenko / გადასვლა მედიაბანკშიგასეირნება რიაზანში
გასეირნება რიაზანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა იცით სერგეი ესენინის, აკადემიკოს პავლოვისა და მედესანტეთა მშობლიურ ქალაქ რიაზანზე? თუ ბევრი არაფერი, შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო „გასეირნება“

ძლივს აგებული კრემლი და ეკლესიები

ქალაქის შუაგულს სქელი კედლების ნაცვლად, XIII საუკუნის დამცავი მიწაყრილები იცავს. კრემლი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია მდინარით და წყალდიდობისას კუნძულზე აღმოჩნდება ხოლმე.

 

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიუსპენსკის ტაძარი რიაზანში
რიაზანის სადარაჯოზე, ანუ გასეირნება ძველ ქალაქში  - Sputnik საქართველო
უსპენსკის ტაძარი რიაზანში

შესასვლელში აღმართულია სამრეკლო, რომლის აგებაც XVIII საუკუნეში ქალაქელების ფულით დაიწყეს. კოსტრომიდან მოწვეულმა არქიტექტორმა ააშენა პირველი იარუსი, მაგრამ დანარჩენი სამი სართულის დასრულება მხოლოდ მომდევნო საუკუნის შუა წლებში მოხერხდა. ყველა სართული სხვადასხვა ხუროთმოძღვრის აშენებულია. 

 

 

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიუსპენსკის ტაძრის სამრეკლო
რიაზანის სადარაჯოზე, ანუ გასეირნება ძველ ქალაქში  - Sputnik საქართველო
უსპენსკის ტაძრის სამრეკლო

ადგილობრივი უსპენსკის ტაძარი ძალიან ჰგავს მოსკოვის ეკლესიას. მისი უცნაური მცენარეების ამსახველი ორნამენტებით ტკბობა უსასრულოდ შეიძლება.

ამ არქიტექტურულ შედევრს საინტერესო ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1684 წელს დაიწყო, მაგრამ ოსტატებმა სამი წელი მოანდომეს მხოლოდ ცოკოლის ჩასხმას. მშენებლები შეცვალეს, მაგრამ ტყუილუბრალოდ. თითქმის დასრულებული შენობა 1692 წელს დაინგრა - სავარაუდოდ, არასწორი გათვლების გამო.

 

© photo: Sputnik / Ygor Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშიუსპენსკის ტაძარი, ქრისტეშობის ტაძარი და ეპისკოპოსის პალატები, XVII საუკუნე
რიაზანის სადარაჯოზე, ანუ გასეირნება ძველ ქალაქში  - Sputnik საქართველო
უსპენსკის ტაძარი, ქრისტეშობის ტაძარი და ეპისკოპოსის პალატები, XVII საუკუნე

 

 

იმ დროის ცნობილი არქიტექტორის, იაკობ ბუხვოსტოვის ჯგუფმა ტაძრის მშენებლობის დასრულება და მოპირკეთება მხოლოდ 1702 წლისთვის შეძლო. კიდევ ერთ თეთრი ქვის ნაგებობას „ოლეგის სასახლეს“ უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს მღვდელმთავრის სახლია. ახლა ამ შენობაში სამხარეო მუზეუმია გახსნილი. გვერდით დგას XVII საუკუნის ორსართულიანი შენობა, მარცვლის შესანახი ბეღელი. XIX საუკუნეში ის სასტუმროდ გადააკეთეს. შორიახლოსაა ეკლესია, XVII საუკუნის ორსართულიანი ქვის ტაძარი, უცნაური არა მხოლოდ რიაზანისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვისაც. ტაძარი აშენებულია მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ნიკონმა ორგუმბათიანი ეკლესიების მშენებლობა აკრძალა.

© photo: Sputnik / M. Barabanov / გადასვლა მედიაბანკშისულიწმინდის ტაძარი
რიაზანის სადარაჯოზე, ანუ გასეირნება ძველ ქალაქში  - Sputnik საქართველო
სულიწმინდის ტაძარი

 „ერთი ციდა მეზონინიანი სახლი სამი სარკმლით“

ასე აღწერდა მშობლიურ კერას რიაზანის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მკვიდრი ივან პავლოვი - ფიზიოლოგი და პირველი რუსი ნობელის ლაურეატი. დღეს ეს შენობა აკადემიკოსის მემორიალური მუზეუმია.

პავლოვების ოჯახში ხუთი ბავშვი იზრდებოდა. მათი ოთახები ზედა სართულზე მდებარეობდა, ქვემოთ კი მამის კაბინეტი, მშობლების საძინებელი, სასტუმრო, სამზარეულო და სასადილო ოთახები იყო. სახლის ძველებური იერი მაქსიმალურადაა აღდგენილი. 

© photo: Sputnik / Vladimir Perventsev / გადასვლა მედიაბანკშიაკადემიკოს პავლოვის სახლ-მუზეუმი
რიაზანის სადარაჯოზე, ანუ გასეირნება ძველ ქალაქში  - Sputnik საქართველო
აკადემიკოს პავლოვის სახლ-მუზეუმი

ივანეს გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით გატაცებული იყო მისი სამი ძმაც. მათ ინტერესებზე კარგად მეტყველებს ბიჭების ოთახებიც, სადაც დღემდე შემონახულია მიკროსკოპი, ცხოველების ფიტულები, კოლბები ქიმიური რეაგენტებით და, რა თქმა უნდა, წიგნები. ეზოში მონიშნულია მოედანი აკადემიკოსის საყვარელი თამაშობისთვის - ქალაქობანასთვის. აქვეა მოედანი კროკეტისთვის, ფანჩატური და მეცნიერის ბიუსტი.

მოჩუქურთმებული სახლები და კლუბი არამსმელი საზოგადოებისთვის

რიაზანის ცენტრში შემონახულია XIX-XX საუკუნის მრავალი ძველი ნაგებობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი ნაგებობა არცთუ შესაშურ მდგომარეობაშია, სწორედ ისინი ანიჭებენ ქალაქს ჭეშმარიტ სიმყუდროვეს.

შეუძლებელია, პირველი მაისის გამზირზე ვერ შეამჩნიო პატარა სახლი მოჩუქურთმებული დარაბებით, სვეტების იმიტაციით... ახლა აქ საბავშვო ბაღია, XIX საუკუნის ბოლოს კი იქ ვაჭარი  მიხეილ სელივანოვი, ბეტონისა და მოზაიკის ქარხნის მფლობელი ცხოვრობდა.

სემინარის ქუჩას ორი ხის შენობა გამოარჩევს: ოვსიანიკოვების სახლი, რომლის ხშირი სტუმარიც იყო ქალაქის მკვიდრი სერგეი ესენინი, და ეროპკინების ოჯახის საგვარეულო სახლი. სწორედ ამ ოჯახს ეკუთვნოდა XIX საუკუნის ბოლოს ქალაქის პირველი ფოტოატელიე.

მეორე სართულს ეროპკინები აქირავებდნენ. მათი ერთ-ერთი მდგმური ივან ზაბელა - მხატვარ მიხეილ ვრუბელის მეუღლის, ოპერის მომღერლის, ნადეჟდა ზაბელას მამა იყო. ბოლო დრომდე ორივე შენობაში ხალხი ცხოვრობდა. თუმცა დღეს ოვსიანიკოვების სახლი ისეა დაზიანებული, რომ იქიდან ყველა გამოსახლებულია.

© photo: Sputnik / Ylia Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიძველი ქალაქების ფესტივალი რიაზანში
რიაზანის სადარაჯოზე, ანუ გასეირნება ძველ ქალაქში  - Sputnik საქართველო
ძველი ქალაქების ფესტივალი რიაზანში

გაცილებით უკეთაა შემონახული ქალაქის პარკში სათავადო კრების საზაფხულო კლუბი, რომელიც 1905 წელს რიაზანის არამსმელი საზოგადოების ინიციატივითაა აგებული, რათა ყველა მოწესრიგებულ მოქალაქეს შეძლებოდა საღამოების კულტურულად გატარება და სიამოვნების მიღება.

ტერასაზე მუშაობდა მომცრო რესტორანი და სასადილო, დარბაზში კი საგანგებოდ გამოყოფილ მაგიდებზე ბანქოს თამაშობდნენ. საბჭოთა ეპოქაში აქ პიონერთა სახლი იყო განთავსებული, ამჟამად კი ხალხური შემოქმედების სამხარეო სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი მდებარეობს.

მზვერავი სოკოები და საჰაერო დაზვერვის მუზეუმი

რიაზანის თითქმის ყველა სტუმარი ქალაქის პარკში „თვალებიანი სოკოების“ ძეგლის სანახავად მიდის.

XIV საუკუნეში სოკოები „მზვერავების“ როლს ასრულებდნენ. ადგილობრივებს მათი კრეფა ეკრძალებოდათ. სწორედ დაზიანებული სოკოების მეშვეობით იგებდნენ ადგილობრივები, იყვნენ თუ არა ახლო-მახლო ოქროს ურდოს მეომრები. 

რიაზანი საჰაერო დაზვერვის სამშობლოდაა მიჩნეული.

ქალაქში გახსნილია უმაღლესი სამხედრო-სამეთაურო სასწავლებელი, რომელშიც მედესანტე-ოფიცრებს ამზადებენ. გვერდით კი - საჰაერო დაზვერვის ისტორიული მუზეუმია.

ყველა ახალი ამბავი
0