Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რისკი მომატებულია - ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა

© photo : photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკს შეამცირებს

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გაჩენის და გავრცელების რისკი მომატებულია, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

არა კორონავირუსი, არამედ „ღორის გრიპი" – მილანიდან ჩამოფრენილ გოგონას დიაგნოზი დაუსვეს >>

როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში ვირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა დაკვირვების პროცესი გრძელდება.

„მე მყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ვმუშაობთ ერთობლივად. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო. გვაქვს ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრზეც და იმ მგზავრებზეც, ვინც იმყოფებიან ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ. საფრთხის რისკი, რა თქმა უნდა, მომატებულია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონისძიება გაატარა, რაც ამ საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ჯეკი ჩანი - Sputnik საქართველო
ეჭვი კორონავირუსზე: ჯეკი ჩანი კარანტინში მოათავსეს

„დამატებითი რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. თუ საჭირო გახდება დამატებით გამკაცრდეს სასაზღვრო ზონის დაცვა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე სრულიად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი. შემოსული მოქალაქეები კი, ვისაც დახმარება სჭირდება, მოვათავსოთ სტაციონარში ან გვყავდეს კარანტინში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იტალიის მიმართ დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი მოწმდება, როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე ჩვენი სპეციალისტების მიერაც და საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რა დახმარებასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ პირბადეების დეფიციტი მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შექმნილი და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს, რომ მომწოდებლებმა დამატებითი პროდუქცია შემოიტანონ.

ყველა ახალი ამბავი
0