Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„არ მაქვს კორონავირუსი“ – სლოვაკეთის პრემიერმა გავრცელებული ხმები უარყო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიპეტერ პელეგრინი
პეტერ პელეგრინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სლოვაკეთის პრემიერის პრეს-მდივნის პატრიცია მაციკოვას თქმით, პელეგრინი ბოლო თვის განმავლობაში გამუდმებით შეუძლოდ გრძნობდა თავს, თუმცა მუშაობას განაგრძობდა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ კორონავირუსი არ მაქვს, დაწერა Twitter-ზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ, რომელიც შაბათს ბრატისლავის საავადმყოფოში მოათავსეს ძლიერი გაციების გამო. 

​აღსანიშნავია, რომ მანამდე ესპანურმა პორტალმა АВС-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პელეგრინის შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეს და, გამომდინარე იქიდან, რომ ის წინა დღეებში ბრიუსელში ევროკავშირის სამიტში მონაწილეობდა, სხვა ქვეყნების ლიდერებმა ორკვირიანი კარანტინის აუცილებლობა უნდა განიხილონ.

„კატეგორიულად უარვყოფ ცრუ ტვიტებს, თითქოს კორონავირუსი მქონდეს. ეს სრული სისულელეა“, — დაწერა სოციალურ ქსელში პელეგრინიმ.

სლოვაკეთის პრემიერის პრეს-მდივნის პატრიცია მაციკოვას თქმით, პელეგრინი ბოლო თვის განმავლობაში გამუდმებით შეუძლოდ გრძნობდა თავს, თუმცა მუშაობას განაგრძობდა. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ჩინელ ქალს კორონავირუსი რვა უარყოფითი ტესტის შემდეგ დაუდგინდა

„ახლა ბატონი პრემიერი უკვე უკეთაა, საღამოს მას ტელედებატები აქვს დანიშნული, ხოლო ოთხშაბათს დაგეგმილი ვიზიტით გაემგზავრება მოსკოვში“, — განაცხადა პრეს-მდივანმა.

ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 149 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 658 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 23 232 კაცი, გარდაიცვალა 2 663. ამ დროსათვის ავადაა 47 672 ადამიანი, მათგან 9 126 მძიმე მდგომარეობაშია.

ყველა ახალი ამბავი
0