თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მცხოვრებ ქალს კორონავირუსით დაავადება (COVID 2019) ვირუსული ნუკლეინმჟავის ტესტის რვაჯერ გავლის შემდეგ დაუდასტურდა, ნათქვამია ინგლისურენოვანი ჩინური გამოცემა Clobal Times-ის „ტვიტერზე“.
გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის ტანის ტესტები მანამდე ყველა შემთხვევაში უარყოფით შედეგებს აჩვენებდა.
A 56-year-old woman in SW China's Sichuan Province was confirmed with novel coronavirus infection Monday. She tested negative eight times in nucleic acid diagnosis. #COVID19 pic.twitter.com/8Oxorg5Wg5
— Global Times (@globaltimesnews) February 25, 2020
როგორც ირკვევა, ტანი ქალაქ ჩუნცინის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს ჭურჭლის მრეცხავად. ხელმძღვანელობამ კორონავირუსზე შესამოწმებლად ის მას შემდეგ გაგზავნა, რაც ოტელის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID–2019 დაუდგინდა. კარანტინში მოთავსებულ ქალს 7-დან 23 თებერვლამდე რვაჯერ აუღეს სინჯები სასუნთქი გზებიდან, ასევე ჩაუტარდა პოლიმეზარული ჯაჭვური რეაქციის ტესტები, რაც დაავადების აღმძვრელის არსებობას დნმ-ით განსაზღვრავს. ყველა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. უკვე 24 თებერვალს ქალს საბოლოოდ უპოვეს კორონავირუსი. მედიკოსებმა დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური სიმპტომების ანალიზის საფუძველზე დასვეს.
ვის ემართება კორონავირუსი - ჯანმოს ექსპერტებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს>>
ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 149 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 658 შემთხვევა მოდის. აქედან გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 23 232 კაცი, გარდაიცვალა 2 663. ამ დროსათვის ავადაა 47 672 ადამიანი, მათგან 9 126 მძიმე მდგომარეობაშია.