თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. გორის რაიონის სოფელ კინწისთან მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად მიკროავტობუსის ორი მგზავრი დაშავდა.
პირველი არხის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილი შემხვედრ ზოლზე გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემხვედრ ზოლზე გადასვლა საქართველოში ავარიების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ მიზნით მომხდარ 387 ავარიაში 2019 წელს 53 ადამიანი დაიღუპა და 853 დაშავდა.