საგანგაშო სტატისტიკა: 2019 წელს საქართველოში ავარიების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა

გამოწერა
გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შორის 18 ბავშვია, კიდევ 318 არასრულწლოვანი დაშავდა

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2019 წელს ავარიებმა 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 18 ბავშვია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვითარებას საქართველოს გზებზე 4 467 ვიდეოკამერა აკონტროლებს >>

მთლიანობაში, 2019 წელს, საქართველოში, 5.8 ათასი ავარია მოხდა, რომელსაც სამართლებრივად დასჯადი მძიმე შედეგები მოჰყვა. ნახევარზე მეტი - 2.9 ათასი - თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში, მათ შორის ლიდერობს აჭარა (599), შემდეგ მოდის იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი (594) და ქვემო ქართლი (421).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს გასულ წლის სტატისტიკა დაშავებულთა შესახებ - 7.9 ათასი ადამიანი, მათ შორის 318 - ბავშვი.

ამავდროულად, 2019 წელს, ქვეითთან შეჯახების 1.4 ათასი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 102 ადამიანი, დაშავდა - დაახლოებით 1,5 ათასი.

ავარიების მიზეზები

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გორთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. 2019 წელს ამ მიზეზით მომხდარ 387 ავარიაში დაიღუპა 53 და დაშავდა 853 ადამიანი.

ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბება. 284 ასეთი უბედური შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა.

მესამე ადგილზეა ავტომობილის მართვისას დისტანციის არდაცვაა. ამ მიზეზით 247 უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი.

რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას, 2019 წელს საქართველოში მოხდა 152 ასეთი უბედური შემთხვევა, დაიღუპა 12 ადამიანი.

უსაფრთხოების ზომები და რეფორმები

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
სამგორში ავარიის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა. ამოქმედდა საინფორმაციო კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის", რომლის მიზანიც სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 – ზოგადი ხედვის, 1 605 – ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.

ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0