საქართველოში სიგარეტი ძვირდება? ფინანსთა მინისტრმა აქციზის ფასებზე ისაუბრა

© photo: Sputnikმოწევის აკრძალვა
მოწევის აკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სიგარეტის ფასი ეტაპობრივად გაიზრდება და მაქსიმალურ ნიშნულს 2026 წელს მიაღწევს. ამას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უახლოეს დროს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის გაზრდას არ აპირებს, განაცხადა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს >>

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.

„საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და ა.შ.) 2018 წელს გაიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოსთვის გადაიწია 2026 წლამდე“, - დაწერა ხუციშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

ამასთან მან სპეკულაცია უწოდა საუბრებს იმის შესახებ, რომ ექვსი წლის შემდეგ საქართველოში სიგარეტის კოლოფი 1015 ლარი იღირება.

სიგარეტი HEETS  - Sputnik საქართველო
საქართველოში ათობით ათასი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს

„2022 წლამდე საერთოდ არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.

2017 წლის იანვრიდან ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სააქციზო განაკვეთი.

გარდა ამისა, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე.

შედეგად, ორი წლის განმავლობაში საქართველოში სიგარეტი თითქმის ორ-ნახევარჯერ გაძვირდა. 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა, საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად სიგარეტის ერთი კოლოფი საშუალოდ 4–6 ლარი ღირს.

თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები შეღავათებით ისარგებლებენ >>

გარდა ამისა, 2019 წლის 21 ნოემბრიდან საქართველოში დაუფასოებელი სახით ნებისმიერი სახეობის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა. კერძოდ, საუბარია თამბაქოს ნედლეულზე, ჩიბუხის თამბაქოზე, შესახვევ თამბაქოზე და ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილ თამბაქოზე.

ამასთან, 2019 წელს უაქციზო სიგარეტის შენახვის 1500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და ამოღებულია 470 ათასი კოლოფი სიგარეტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0